CHKHOROTSKU.GE

შენგელიობა სოფელ ჭოღაში

ავტორი chkhorotskuge

სამეგრელოში გვარის შეკრება ოდითგანვე ცოდნიათ . შენგელიების ჯინჯი ხატი მეჩვიდმეტე საუკუნეს განეკუთვნება .

ამ გვარის წარმოშობა სოფელ ჭოღასთანაა დაკავშირებული და ჭოღის მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია შენგელიების ინიციატივით აღდგა, სადაც მთავარანგელოზ გაბრიელის კრების დღესასწაულზე სხვადასხვა ადგილზე მცხოვრები მოგვარეები ერთად იკრიბებიან.

შენგელიების ხატი
Slider image

ხატის ისტორია

შენგელიების ჯინჯიხატის შექმნის თარიღია 1633 წელი.

Slider image

ჯინჯხატი

წმინდა მთავარნგელოზების სახელობის ხატი

Slider image

ახალგაზრდა შენგელია ჯინჯხატით ხელში

გადაღებულია შენგელიობის დროს

შენგელიების ისტორია

შენგელიების საგვარეულო წიგნი დაიწერა გიორგი მისირელის მიერ, ბატონ ჯუმბერ შენგელიას სახსრებითა და დაკვეთით.

დიდი წინაპრის პირსახელიდან მოუდით გვარსახელი შენგელიებს. “შენგელი”: ესე პირსახელი კაცისა, ფრიად გავრცელებული ყოფილა საქართველოში. ნანატრ ვაჟს ანუ გულით ნაწად ძეს არქმევდნენ ოდითგან ქართველნი ამა პირსახელს. ესე საკუთარი სახელი ნაწარმოებია ზმნური კონსტრუქციიდან- “შენ გელი”. “შენგელი” პირსახელიდანაა ნაწარმოები ოდიშური გვარსახელები შენგელია, შენგელაია, შეგელია, იმერულ-ოდიშური- შენგელი, აფხაზური- ჩეგელია და ქართლურ-კახური – შენგელიძე.

შენგელიების გვარის სააკვნე ალაგად და ძირძველ სანკვიდრებლად ითვლება ორი ერთობ ლამაზი ოდიშური სოფელი: ჭოღა და ხაბუმე. XIX საუკუნის ბოლოს, რუსთმმართველობის ჟამს, სოფელ ჭოღას ჰქონია შემდეგი ადმინისტრაციული სტატუსი: ქუთაისის გუბერნია, ზუგდიდის მაზრა, წალენჯიხის პოლიციის განყოფილება. იმჟამად სოფელ ჭოღაში უცხოვრია 2360 სულ მოსახლეს 402 კომლად, 1240 მამაკაცსა და 1120 ქალს. ჭოღას სასოფლო თემში შედიოდა ასევე 4 სოფელი: ლექარჩე, ხანჩქი, ნაფიჩხოუ, ჭოღა მაღლაია. დღეისათვის ჭოღა არის ოდიშის ვაკეზე.

შენგელიების გვარის შვილები სახლობენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს. განსაკუთრებით მრავლად არიან ოდიშს, (5944 სული), სადაც მათ ფიზიკურად მე2 ადგილი უკავიათ კვარაცხელიათა გვარის შემდეგ. შენგელიათა გვარს უკავშირდება რიგი ოდიშური ტოპონიმური სახელები. საშენგელიო- უბნებია ზუგდიდის რაიონის სოფლებში- განარჯის მუხურს, ერგეთას, გამოაღმა შუა ხორგას. ასევე სოფელ ჩაქვინჯს, მდ. ერას მარჯვენა მხარეს მდებარე უბანს. საშენგელიო. საშენგელიოს სახლობს მცირერიცხოვანი გვარი შეგელია, რომელიც შენგელიათა გვარის განაყარ შტოდ უნდა ჩაითვალოს.

შენგელიები მრავლად არიან ასევე იმერეთს: 3033 სული, გვარიშვილთა სიმრავლით XIV ადგილი. სამტრედიის რაიონში მოსახლე იმერელ შენგელიებს გვარიშვილთა სიმრავლით (1841 სული) პირველი ადგილი უკავია სხვა გვართა შორის. სამტრედიელ შენგელიათა ერთი შტოს წინაპარი ყოფილა ობუჯელი აზნაური შენგელაია. ობუჯელი შენგელაიები საუფლისწულო აზნაურებად ითვლებოდნენ. სამტრედიელი შენგელიები დიდხანს დადიოდნენ ობუჯს, წანაპართა სალოცავში.

იმერელი შენგელიები სახლობენ: ბანოჯას, დიხაშხოს, ეწერს, ვანს, ვარძიას, პატრიკეთს, სამტრედიას, საჯავაოხს, ქუთაისს, ღანირს, ჭუნეშს, ჭაგან-ჭყვიშს, ჯიხაიშს. სოფ. ჭაგანს მცხოვრები შენგელიები არველაძეებთან, ქაჯაიებთან და ცომაიებთან ერთად ითვლებოდნენ სასულიერო პირებად.

ქუთაისს სახლობს 540 სული შენგელიათა გვარისა, ვანს- 279 სული. შესაბამისად ვანელი შენგელიები XXVII ადგილზე არიან სხვა გვართა შორის. თბილისს მოსახლე შენგელიებს გვარიშვილთა სიმრავლით (2512) XV ადგილი უკავიათ.

შენგელიები სახლობენ ასევე აფხაზეთს, აჭარას, ქართლს, კახეთს, გურიას. სადღეისოდ ბათუმს ბინადრობს 218 სული შენგელიათა გვარისა, რუსთავს- 102, გორს- 38, მცხეთას- 2. თელავს კი- 9.

აფხაზეთს შენგელიები XVI საუკუნის დამდეგისათვის უნდა გადასულიყვნენ, აფხაზეთს მოსახლე შენგელიების ნაწილი XIX საუკუნის შუა პერიოდისათვის უკვე აფხაზებად იწოდებიან. აფხაზეთს ასევე სახლობენ ჩანგელიები, რომლებიც შენგელიათა გვარის ტამიშის შტოს უნდა ეკუთვნოდნენ.

ქვეყნის მასშტაბით შენგელიებს გვარიშვილთა სიმრავლით VIII ადგილი უკავიათ ქართულ გვარსახელთა შორის:

  1. ბერიძე- 24 797 სული
  2. კაპანაძე- 18 550 სული
  3. გელაშვილი- 17 995 სული
  4. მაისურაძე- 16 516 სული
  5. გიორგაძე- 14 582 სული
  6. კვარაცხელია- 13 618 სული
  7. ლომიძე- 12 949 სული
  8. შენგელია- 12 764 სული
  9. წიკლაური- 12 499 სული
  10. ხუციშვილი- 11 062 სული

ცნობისათვის: მსგავსფუძიანი გვარების სიმრავლის სურათი შემდეგნაირია- შენგელაია- 324 სული, შენგელი- 24 სული, შენგელიძე- 133 სული, შეგელია- ძირითადად მცირერიცხოვანი გვარია.

ჩვენს ხელთ არსებულ საისტორიო წყაროებში შენგელიათა გვარი XVII საუკუნის I ნახევრიდან ჩანს. 1611-1657 წლებში უნდა იყოს დაწერილი ოდიშარი აზნაურის- ქაიხოსრო შენგელიას მიერ სამეგრელოს მფლობელის, ლევან II დადიანისათვის მიცემული პირობის წიგნი მამულის უდეობის თაობაზე.

“ბანძას ზეით ცხენისწყლის დასავლეთით, *** მაღალს ადგილზედ არის ჭყონდიდი, ეკლესია გუმბათიანი და დიდშენი მარტვირისა. ეს აღაშენა მეფემან აფხაზთამან გიორგიმ და შეამკო ყოვლითა შემკობილითა საეკლესიოთითა. დაფლულს არს მეფე ბაგრატ”– ბრძანებს ვახუშტი ბატონიშვილი “ქართლის ცხოვრება”-სა შინა. აქ დაცულ სიწმინდეთა შორისაა 1646 წელს ლევან დადიანის მიერ ოდიშის დედოფალ ნესტან-დარეჯანის სულის საოხებად შეწირული ღვთისმშობლის ხატი, მოოქროვილი ვერცხლისა, თვალმარგალიტით შემკული. ამა ხატის ზურგის ვერცხლზე მხედრულით შესრულებულ წარწერაში იხსენიება ჩაქვინჯს მოსახლე გოშართა შენგელია.

1705 წელს დაუწერიათ კათოლოკოს გრიგოლ ლორთქიფანიძის ბიჭვინთვის ღვთისმშობლის ტაძრისადმი შეწირულობის წიგნი, რომელშიც იხსენებიან სოფელ ჯიქთუბანს მოსახლე შენგელიათა გვარის შვილნი: ხუხუა, მისი შვილები- გაბრიელ, ვახანია, ვაგენდია და შვილიშვილები- ბაბილეი შენგელიები.

1853 წელს, ოდიშის მფლობელის- დავით დადიანის ბრძანებით შედგენილ სამდივანბეგო სიებში ჩანან ქუთაისი გუბერნიის, ზუგდიდის მაზრის, წალენჯიხის საპოლიციო უბნის, ჯვარის სასოფლო თემში მოსახლე, აზნაურთა წოდებას მიკუთვნებული პირნი- შენგელიათა გვარის შვილნი. როგორც ცნობილია 1565 წელს იმერეთის მეფე გიორგი მეორემ (ბაგრატ III-ის სიძე) იანეთის ბრძოლაში დაამარცხა ფეოდალი ლევან დადიანი და მისი მომხრენი, მრძოლაში გამოჩენილი ვაჟკაცობისა და ერთგულებისათვის მეფე გიორგიმ რამოდენიმე მეომარს აზნაურობა და ყმა-მამული უბოძა. მათ რიცხვში შენგელიათა გვარის შვილნი, ჯაკუ და მათე შენგელიებიც ყოფილან. ამდენად შენგელიები სამეფო, სატახტო, სახასო, ანუ სახელმწიფო აზნაურებად ითვლებოდნენ, თუმცა აზნაურ შენგელიათა ერთი ნაწილი საეკლესიო , ანუ საეპისკოპოსო აზნაურთა სტატუსს ფლობდა.

1866 წელს სამეგრელოს თავად-აზნაურობა რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დააფიცეს. მოფიცართა შორის იხსენიება აზნაური შენგელია.

როგორც ირკვევა შენგელიათა გვარის შვილებსაც დაუდვიათ აგური საქართველოს დამოუკიდებლობის ბალავარზე. საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცულია ნოე ჟორდანიას ხელით შედგენილი, საქართველოს ეროვნული საბჭოს პარტიულ-პერსონალური შემადგენლობის პროექტი, 1917 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით, სადაც კადიდატთა შორის ირიცხება ლეო შენგელია. 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ..

როგორც რუსულ-ქართული ქრონიკებიდან ირკვევა, რუსული იარაღისა და დროშის სადიდებლად და სასახელებლადაც გაუღიათ ისიხლი შენგელიათა გვარის შვილებს. რუსეთის 1812 წლის სამამულო ომის გმირთა შორის ჩანს ქართველი ვაჟკაცი, სმოლენსკის ქართველთა პოლკის მაიორი შენგელია.

საგვარეულოს ჰყავს გმირი- მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი, მრავალი საბჭოთა ორდენისა და მედლის კავალერი, მაიორი გიორგი დავითის-ძე შენგელია. 1991-1993 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ომშიც მიუღიათ მონაწილეობა შენგელიათა გვარს. ბრძოლებში გმირულად დაცემულ ვაჟკაცთა შორის 16 შენგელიათა გვარის შვილია.

საფრანგეთში, დაბა ლევილში, ქართული სათვისტომოს საძმო სასაფლაოზე, მრავალი გულდამწვარი ადამიანი განისვენებს, გრიგოლ რობაქიძე, სპირიდონ კედია, ირაკლი წერეთელი, ივანე ზურაბიშვილი, იქ განისვენებს ასევე ქართველი ემიგრანტი, შენგელიათა გვარის შვილი, შალვა შენგელია.

ამ ბოლო ჟამს შენგელიათა გვარის შვილთა მიერ დაწესდა გვარის დღე 26 ივლისი. აღსანიშნავია, რომ ამ დროს საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს მთავარანგელოზ გაბრიელის კრების დღესასწაულს. და რადგანაც ჩვენი საგვარეულო ხატი არის მთავარანგელოზების სახელობის, ეს დღე ითვლება ხატის დღესასწაულად. 

გერბი

სოფელ ჭოღის მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია

Slider image

სოფელ ჭოღის მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია

მდებარეობს ადგილობრივ სასაფლაოსთან

Slider image

სოფელ ჭოღის მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია

Slider image
Slider image
Slider image
Slider image
Slider image
Slider image
Slider image
Slider image

შენგელიები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გვარია , ხოლო სახელი შენგელი ადრე ძალიან პოპულარული იყო. წელს სტუმრები იმერეთიდანაც ჩამოვიდნენ და თავიანთი გვარის წარმომადგენლები გაიცნეს

შენგელიები ჭოღაში

Slider image
Slider image
Slider image
Slider image
Slider image
Slider image
Slider image
Slider image

შენგელიების შეკრების დროს

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00