სოფელი ლესიჭინე სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა by chkhorotskuge 24/04/2024 written by chkhorotskuge 24/04/2024 3.7K დედამიწა ჩვენი სახლია!“- ამ სლოგანით ლესიჭინეს მეორე საჯარო სკოლა დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გლობალურ კამპანიას შეუერთდა. 2024 წელს დედამიწის დღის მთავარ თემად შერჩეულ იქნა – „ პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ“, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას შეამციროს პლასტმასის წარმოება-გამოყენება, არ დაანაგვიანოს გარემო, რადგანაც პლასტმასის ნარჩენებით გარემოს დაბინძურება ერთ-ერთ უმწვავეს საკითხად იქცა მსოფლიოში. 22 აპრილს, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები გარემოს დაცვით ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვნენ და თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანეს ამ მეტად მნიშვნელოვან აქციაში. ერთობლივი ძალისხმევით მოხდა სოფელ ლესიჭინეს დაბინძურებული ადგილების, გზისპირა უბნების , ასევე მდინარის სანაპიროების გაწმენდა, დასუფთავება, ნაგვის შეგროვება და ურნებში განთავსება. დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ასევე შექმნეს ნახატები, პლაკატები და გააფორმეს სლოგანებით : ,, შენს დღეს გილოცავთ დედაო მიწავ!, ,, გჯეროდეს, გაგიფრთხილდებით!“, ,, დავრგოთ მეტი ხე! ” , ,, აჩუქე ერთი დღე დედამიწას“, ,,დედამიწა საფრთხეშია!”, ,, ბუნება ჩვენი მეგობარია!”. ბავშვებმა სკოლის ეზოში დარგეს მწვანე ნარგავები, ყვავილები და გაალამაზეს გარემო. დედამიწის დღე ემსახურება იმის შეხსენებას, თუ რამდენად ლამაზი და მშობლიურია ჩვენი პლანეტა. ბუნება, მცენარეები და მიწა ადამიანის ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე და ვიყოთ მეტად ეკო-მეგობრულები! მოსწავლეება ამ აქციით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ მათ სურთ იცხოვრონ უფრო ჯანსაღ, უსაფრთხო და სუფთა გარემოში! აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა : დოდო ხარებავამ, ეთერ მორგოშიამ, მაკა ყალიჩავამ, მალხაზ სიჭინავამ, ზვიად ქარჩავამ, დათო იზორიამ. გარემოსდაცვით ღონისძიებებში გამოვლენილი განსაკუთრებული მონდომებისთვის აღსაზრდელებს მადლობის სიგელი გადასცა სკოლის დირექტორმა რუსუდან ლაშხიამ. ტოპლესიჭინე 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post თეატრალური წარმოდგენა ჩხოროწყუში (1896 წელი) next post 1899 წლის ამბები ჩხოროწყუდან. ორკლასიანი სკოლის გახსნა You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 ლესიჭინე — „მოყვარულთა თასი 2026“-ის ჩემპიონია! 30/06/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026