სოფელი ახუთი ახუთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ( დოხორე,დოხოროე ) by chkhorotskuge 23/02/2023 written by chkhorotskuge 23/02/2023 2.7K ახუთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (დოხოროე, დოხორე) “ტოპონიმი სხვა ადგილებშიც გვხვდება და დადიანების სამოსახლო არეალს უკავშირდება — პატარა სახლიც კი, რომელიც დადიანს ედგა, ხშირად დოხორედ იწოდებოდა.( გრ. ფარულავა) ტაძარი მიეკუთვნება გვიანი ფეოდალური ეპოქას. ჯაიანების დასუსტების შემდეგ ახუთში დადიანები მმართავდნენ და ეს ეკლესია მათი კარის ეკლესია იყო. პაატა ცხადაიას ინფორმაციით უკავშირდება კონსტანტინე დადიანს და მარნის კვალიც არის. განთავსებულია ახუთის ერთ-ერთ სასაფლაოზე, ცივისა და ხანუას წყალგამყოფ ზოლზე, საჩაჩიბაიოს სამხრეთით. 0ლოკალიზაცია პააატა ცხადაიასი) ნაგებობა წარმოადგენს ერთნავიან დარბაზულ ტიპის ეკლესიას. კედლები ნაგებია კირქვისა და ადგილობრივი ქვის მონაცვლეობით, სარკმლებისა და თაღების საპირეებად კი სუფთად გათლილი ქვებია გამოყენებული. შესასვლელი თაღის თავზე ამოკვეთილია რელიეფური ჯვარი. კედლების წყობა მიუთითებს მრავალფაზიან მშენებლობაზე. სახურავი განადგურებულია. კედლებზე ინტენსიური მცენარეულობა და ატმოსფერული ნალექების პირდაპირი ზემოქმედება ეროზიას იწვევს. კედლები შემორჩენილია. ადგილობრივი გადმოცემის მიხედვით, ეკლესიას “დადიანების კარის ეკლესიასაც” ეძახდნენ. იქვე ახლოს, სადაც დღესაც ეზო-კარი ჩანს, სავარაუდოდ მდებარეობდა დადიანების გზის სადგომი — ზუგდიდსა და სალხინოს შორის გადაადგილებისას. ეს ინფორმაცია დაზუსტებას საჭიროებს. ვლოგი ფოტოგალერეა : ფასადი გარედან მზის ჩასვლა კარიბჭიდან ჯვარი შემოსასვლელზე პანორამა სასაფლაოდან შიდა ფასადი კარით შიდა სივრცე, სამი ნიშა კედელი, თაღები შიდა კედელი ზემოდან სარკმელი კედელში ჩხოროწყუს ციფრული პლატფორმა — ჩხოროწყუელთა ციფრული სახლი — 2 მილიონზე მეტი ნახვით, ათასობით ფოტოთი, ვიდეოთი და ისტორიით ჩხოროწყუს ციფრული სახლის მეხსიერებას ინახავს და მის მომავალზე ზრუნავს. პლატფორმა კერძო ინიციატივაა — გრანტის გარეშე. თუ გინდა რომ ჩხოროწყუს ციფრული სახლი გაგრძელდეს — 💙 PayPal: paypal.me/lmebonia 💙 საქართველოს ბანკი: GE67BG0000000525663944 ახუთიახუთის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ოცინდალეს კომპლექსი ( ოსინდალე, ოსინჯალე) next post ლუკა ლაშხია საქართველოს 17 წლამდე ნაკრებში მიიწვიეს You may also like ახუთის ტოპონიმები ტოპონიმიკის კრებულის მიხედვით 27/06/2025 საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სოფელ ახუთში ( საჩიტაიოს უბანი 01/02/2024 ოცინდალეს კომპლექსი ( ოსინდალე, ოსინჯალე) 22/02/2023 ალეკო ნარსიას ერთი ინიციატივა და ახუთელი ჟორა არახამიას... 31/01/2022 გივი აბესაძეს მიერ აღბეჭდილი კუხალაშვილების ოდა 23/12/2020 ლუკა და ახუთიდან დაწყებული საქართველო 17/12/2020 გავიცნოთ ისტორიული სოფელი ახუთი 15/11/2020 მოიდანახეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია 11/07/2020 ლეგახარეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია 15/06/2020 კუხალაშვილების ოდა 14/06/2020