სოფელი ლესიჭინე სოფელი ლესიჭინე- ყველაზე სუფთა სოფელი by chkhorotskuge 01/05/2023 written by chkhorotskuge 01/05/2023 1.3K 28 აპრილს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ქ. თბილისის საკრებულოს შენობაში, კონკურსის „სუფთა რეგიონი 2022“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონკურსი 2022 წლის 7 ივნისს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონის“, „სუფთა მუნიციპალიტეტის“, „სუფთა ქალაქი/დაბის“, „სუფთა სოფელი/თემის“, „სუფთა/ლამაზი ქუჩის“, „სუფთა/ლამაზი ეზოს“, „სუფთა ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზოს“, „ლამაზი აივნის“ და “ლურჯი ნაკადული“ გამოვლენა. „სუფთა რეგიონის“ კონკურსში პირველად ჩაერთო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი. ნომინაციაში ,,სუფთა სოფელი“ ლესიჭინეს ადმინისტრაციულმა ერთეულმა მიიღო მონაწილეობა და სპეციალური კომისიის მიერ გამაჯვებულად დასახელდა. კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონილს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სოფელ ლესიჭინეს ხელმძღვანელთან და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელთან ერთად დაესწრო და მას ლესიჭინეს ადმინისტრაციული ერთეულის კონკურსში მონაწილეობისა და ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელი გადაეცა. კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელით დაჯილდოვდა ასევე ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ადგილობრივი კოორდინატორი თამთა ჭითანავა. დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ულრიკ ტიდესტრომი – შვედეთის ელჩი საქართველოში, ერიკ ილლეს – შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, სოლომონ პავლიაშილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ჯგუფის წევრები. კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), ადგილობრივ და შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, ასევე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. დათო გოგუალესიჭინეტოპლესიჭინე 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ცოტნე სორდიამ და ლიკა ფირცხალავამ ევროპის ჩემპიონობა მოიპოვეს next post ლეწურწუმეში კობა წურწუმიას დაბადების დღე აღნიშნეს You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 ლესიჭინე — „მოყვარულთა თასი 2026“-ის ჩემპიონია! 30/06/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026