საგაზეთო პუბლიკაციები 1899 წლის ამბები ჩხოროწყუდან. ორკლასიანი სკოლის გახსნა by chkhorotskuge 24/04/2024 written by chkhorotskuge 24/04/2024 3.7K გურულ-მეგრელის ცნობა მეცხრამეტე საუკუნის ჩხოროწყუდან . სტილი დაცულია. გამოქვეყნებულია გაზეთ “ცნობის ფურცელში” ს. ჩხოროწყუ (სამეგრელო). ორკლასიანი სამრევლო სკოლის გახსნა. სანამ სკოლის შესახებ რასმს ვიტყოდეთ, საჭიროდ ვრაცხ ვაუწყო მკითხველებს, თუ საიდან წარმოსდგა ამ სოფლის სახელწოდება „ჩხოროწყუ“. ჩხო როწყუ ორი რთული მეგრული სიტყვაა და ნიშნავს „ჩხორო“– ცხრას და „წყუ“ — წყაროს, ე. ი. ცხრაწყაროს. ეს წოდება იქიდან წარმოსდგა, რომ ამ სოფელში, სადაც თავ. ნ, ა დადიანი სცხოვრობს, იქ ერთ ადგილას ახლო-მახლო გამოდის ცხრა წყარო, – ამ სოფელში კარგა ხანია არსებობდა ერთ კლასიანი სამრევლო. სკოლა და მის ახლო-მახლო სოფ. გარახაშიც. გარახაში (ჩხოროწყუს საზოადოებაა) არსებული სკოლა ამ უკანააკნელ დროს სხვა და სხვა მიზეზების გამო ძლიერ შე. ფერხდა. ამიტომ ჩხოროწყუელებმა ამ მეორე სკოლის გადმოტანაც მოისურვეს, რის გამო ატყდა პარტიობა. ამგვარ განხეთქილებისა და საქმის გარემოებისა გამო ჩხოროწყუელებმა განიზრახეს დააარსონ ორკლასიანი სამრევლო სკოლა. ამ კითხვის განსარჩევად დანიშნულია ყრილობა და მოწ.ვეულია ზუგდიდის მაზრის საეკლესიო სკოლების მეთვალყურე ბლაღოჩინი მღვდელი ევგენი შენგელია და ადგილობრივი ბლაღოჩინი მღვდელი კოსტანტინე ბერიძე და ვნახოთ რას გაარჩევენ. ეჭვი არ არის ესენი ყოველივე ღონისძიებას იხმარებენ ამ სკოლის დაარსებისათვის. 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა next post 1966 წელს ბესარიონ ქებურიას ძეგლი გაიხსნა You may also like სამოციანი წლების ჩხოროწყუ 10/10/2025 ახუთის ტოპონიმები ტოპონიმიკის კრებულის მიხედვით 27/06/2025 სოფელ ლეწურწუმეს ტოპონიმიკა 26/06/2025 სოფელ ლესიჭინეს ტოპონიმიკა კრებულის მიხედვით 22/06/2025 მოიდანახეს სასაფლაო ქვის საიდუმლო 04/06/2025 ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს 26/04/2024 ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან 26/04/2024 1966 წელს ბესარიონ ქებურიას ძეგლი გაიხსნა 26/04/2024 თეატრალური წარმოდგენა ჩხოროწყუში (1896 წელი) 24/04/2024 ღუღუნი წახნაგიას წიგნები და საოჯახო ალბომი 15/03/2024