CHKHOROTSKU.GE

ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს

ავტორი chkhorotskuge

ერასტო კაჭარავა საინტერესო ბედის კაცი გახლდათ. მისი წერილები აგრარული საკითხის სათანადო ცოდნითაა გამორჩეული. ერასტომ დიდი როლი შეასრულა რამდენიმე კულტურის პოპულარიზაციაში, ახალი ტექნოლოგიური საშუალებების დანერგვაში. ჩვენს საიტზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ავტორის რამდენიმე წერილი. ახლა კი სოფელ ჭოღაზე გვესაუბრება

არაერთხელ ამოგვიკითხავს ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე სამეგრელოს სხვა და სხვა სოფლების „რამე-რუმე“ და ჩვენი დალოცვილი ჭოდის საზოგადოებაზე უბრალო წერილიც არავის მოუთავსებია.  

 ყოველ-დღე ჩემს თვალწინ იშლება სულ ახალ-aხალი გასაოცარი სურათები აქაური ცხოვრების სიდუხჭირისა. საჭიროა ამიტომ გულ ახდილად ვიბაასოთ ამაზე პატივცემულ „სასოფლო გაზეთის“ მკითხველის წინაშე.

სოფელი ჭოღა მდებარეობს წალენჯიხის საბოქოულოში, სენაკი-მუხურის გზაზე, სენაკიდან 50 ვერსის მანძილზე. ეს მხარე მეტად ღარიბია.

მიწა ძლიერ უნაყოფოა შედარებით სამეგრელოს სხვა მხარეებთან

ამისათვის აქ უფრო საჭიროა ისეთი ცოდნის გავრცელება, რომელიც ხელს შეუწყობს მეურნეობის განვითარებას, და შეაჩვევს აქაურ ხალხს შრომა-გარჯას საჭიროა შეაჩვიოს კითხვას და წაუკითხოს ადვილად გასაგები სხვა და სხვა სამეურნეო წიგნაკები და ბროშურები, აგრეთვე „სასოფლო გაზეთი“.

ჩვენი ხალხი არათუ კითხვას არაა შეჩვეული ამიტომ აუცილებლად საჭიროა შეეშველონ ამ საქმეში უფრო შეგნებული პირები. დიდ და კეთილ საქმეში უთუოდ ადგილობრივი ინტელიგენციამ უნდა გაუწიოს ხალხს დახმარება,  გზა უჩვენოს, წაახალისოს და დააინტერესოს. შეეცადონ დაარსონ სამეურნეო მიზნის საამხანაგო სამუშაო, როგორც არის, მაგალითად: სავენახე, დაფნის ხის გაშენება, ჩაის ბუჩქის, თამბაქოსი და აბრეშუმის პარკების სახმობი და სხვა ასეთები; შეეცადონ სხვა და სხვა კოოპერატივების გახსნას. 

ჭოღაში არსებობს ორკლასიანი სამინისტრო სასწავლებელი, სადაც მოსწავლეებს ბევრი რამ შეუძლიათ შეისწავლოს, თუ ის ახლანდელ ცხოვრების მოთხოვნილებას შეუფარდება. სწავლების საქმეს, თუ ყურადღებით მოეპყრობა თავის დიდ მოვალეობას.

ჩვენში და სხვაგანაც ბევრგან არის უძველესი დროიდან დარჩენილი ჩვეულება, როგორც არის, მიცვალებულის გვამის დაკრძალვის დღისათვის დასასწრებლად საზოგადოების „ მოწოდება. დამსწრენი შორეულნი თუ მახლობელნი, — გვამის გამოსვენებამდის მიირთმევენ სადილს. ამგვარი შემთხვევის გამო მომზადებისათვის სადაც ხირად ხალხის რა- ოდენობა 700-800 სულს აღემატება, დღიდან გარდაცვალებისა ვიდრე დაკრძალვამდე მისტრიალებს 20-30 კაცი და ქალი, რომლებიც ოჯახში არის.

 სულ მიცვალებულის ოჯახის ხარჯზე არიან, ამბავი ხშირად გრძელდება ერთი კვირა და მეტიც. ამ ჩვეულებას ისიც თან სდევს, რომ საზოგადოებას მიაქვს გადასახურავად წოდებული . შესაწევარი, რაც ოჯახზე ვალად რჩება, ხშირად შეწირულება ვერ ფარავს ხარჯებს და სამუდამოდ ვალში ვარდება არსებული ვაჭრების ხელში ცოლ-შვილის – მარჩენალი საწყალი _ ოჯახის პატრონი.

 ეს სულ იმ,,ცრუ სირცხვილია გამოისობით ხდება, როდესაც ასე მტკიცედ აქვს  ჩვენ შეუგნებელ ხალხს. ამ ძველ ადათ-ჩვეულებას  სხვაგან, როგორც ვხედავთ, უკლეს აქ კი ჯერ ძველებურად მიდის ყველაფერი! ასეთი ჩვეულების მოსპობას ხელი უნდა შეუწყონ ადგილობრივმა მღვდლებმა/  ამათი პირდაპირი მოვალეობაა მავნე ჩვეულების მოსპობა.

მათქვამია ხალხისაგან –- როგორიც მღვდელი. ისეთი მრევლიო, სოფელში მღვდელს ბევრი რამე შეუძლია გააკეთოს, თუ იგი აღჭურვილი სწავლა-ცოდნით თუ მას შესტკივა გული სოფლისათვის თუ იგი დაუახლოვდება, შეეთვისება ხალსს, . თუ იგი ზნეობრივად. იცხოვრებს, თვითონ, -ზნეობრივ გავლენასაც იქონიებს ხალხზე.

ამინდები ჯერჯერობით არა სასურველია. —ხშირი წვიმები და სიცივისა გამო მოსავალი განადგურებულია“. ახლოვდება აბრეშუმის პარკის სეზონი და ვნახოთ  ვაჭრები რა სამსახურს გაუწევენ ხალხს.

. ერასტო კაჭარავა 

_ წერილი – ქობულეთიდან (ბათომის  ოლქი)

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00