CHKHOROTSKU.GE

ი.ცხადაია სოფელ მუხურის შესახებ 1897 წელი, ივლისი

ავტორი chkhorotskuge

ს. მუხური (სამეგრელო). დაცემული ყოფა-ცხოვრება და მისი გაუმჯობესების მსურველი.

ეს სოფელი გაშენებულია მდ. ხობიწყლის ნაპირზე. ჰავით და ჩვენებური ადესის ღვინოთ ნაქებია მთელ სამეგრელოში. აქაური მცხოვრებნი ძალიან ჩამორჩენელნი არიან სწავლა-განათლებით სხვა ნაწილს სამეგრელოისას და არც მომავლისათვის არის სანუგეშო რამე. 


ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, როგორც ყველგან, გულშემატკივარ და განათლებულ პირთა უყოლლობაა. 

აქაური მცხოვრებნი მოკლებულნი ვიყავით ყოველგვარ სანიტარულ საშუალებას, რომლის მიზეზით ბევრი ჩკენთაგანი უდროოდ გამოესალმა წუთისოფელს, ახლა კი ახალგაზრდა ექიმის ნიკო შენ—ვას მეცადინეობით, რომელიც დროებით აგერ ორი წელიწადზე მეტია, რაც სოფელში იმყოფება, დიდი შეღავათი გვეძლევა.

ამის გარდა, ამ ახალგაზრდა ექიმის რჩევით და თავად ნ-რი ჩიჩუას სანაქებო მეცადინეობით ამ მოკლე ხანში დაარსდა ჩვენში აფთიაქიც, დაუფასებელი განძი ჩვენი დღეგრძელობისა. 

აქამდის, სწორე გითხრათ, დიდ გაჭივრებაში ვიყავით ჩაცვინულნი: ჯერ ექიმი უნდა მოგვეყვანა ან ზუგდიდიდგან ან წალენჯიხიდან, მერე კი წამლის მოსატანად უნდა წასულიყავით მეორედ იქვე, ან არა და ახალ სენაკში და სამი- ოთხი დღე უნდა დაჰკარგო და საწყალ მუშა კაცს  ან არა და ვინ გამოიმეტებდა ამ ძვირფასს დროს და ავათმყოფი სიკვდილის მსხვერპლი ხდებოდა. 

რასაკვირველია, ყველა ჩვენთაგანი ნათლად ხედავს სასარგებლო ნაყოფს ამგვარ მეცადინეობისას ზოგიერთ პირებისაგან და ღირსეულადაც ვაფასებთ.

 მომავალშიაც მოიმედე ვართ აგრეთვე ყურადღებას მიაქცევენ ისინი ჩვენი ყოფა-ცხოვრების მდგომარეობას, რომელიც ძალიან დაცემულია. ჩვენს ავლა-დიდებას სიმინდი, ღვინო და შინაური საქონელი შეადგენდა, მაგრამ აგერ რამდენიმე წელიწადია, რაც სიმინდის და ღვინოს მოსავალმაც იკლო და ფასმაც დაიწია.

რაც შეეხება შინაურის საქონლის მოშენებას, ამასაც თავს ანებებენ, რადგანაც უწინდებულ სანაც მიწა სულ ყანებს უჭირავს, ამიტომ ზაფხულობით და გაზაფულობით სხვაგან ინახავენ მომეტებულ ბაჟს იხდიან და მეორეთ, რადგანაც ყველს და სხვა რამე მოსავალს ბაზარი აღარა აქვს, ამიტომ იძულებულნი არიან თავი დაანებონ საქონლის მოვლას და მოშენებას. 

ასე ეკონომიურად დაქვეითებულმა ხალხმა არ იცის, რას ჩასჭიდოს ხელი. 

ამიტომ საჭიროა ჩვენში იმისთანა პირები, რომელნიც სულით და გულით მოიწადინებენ ჩვენი ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებას. ვისურვებთ გულით და სულით ჩვენი ხალხის მოწინავე საზოგადოებისათვის ამგვარ სასარგებლო საქმის შედგომას და შესრულებას.  ი. ცხადაია        

1897 წელი ივლისი “ცნობის ფურცელი”                 

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00