CHKHOROTSKU.GE

მუხური 1924 წელს.

ავტორი chkhorotskuge

ამჯერად 1924 წლის მუხურში ვირტუალურად ვიმოგზაურობთ და გავეცნობით გაზეთ “კომუნისტში” გამოქვეყნებულ ვინმე ვახტანგის კორესპოდენციას. გავითვალისწინოთ, ნებისმიერი პერიოდი თავის სპეციფიკას მოიცავს. მით უფრო, რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყანა 20-ნ წლებში ( რედაქციის შენიშვნა) .

სკოლაში

დაბა მუხური დაშორებულია სამაზრო ცენტრზე დაახლოებით 35 ვერსის მანძილზე. ახალ სენაკის სადგურიდან კი 48 ვერსით.  ის ზუგდიდის მაზრის მაშტაბით საკმაოდ დიდ სოფელს წარმოადგენს. შეიცავს 759 მეკომურამდე.

კულტურულად ზუგდიდი მაზრის სოფლებთან შედარებით მას მუდმივად  თვალსაჩინო ადგილი ეკავა . მხოლოდ ამ ბოლო დროს  კულტურული აღორძინების საქმე მოიკოჭლებს, რაც შეიძლება  მიეწეროს ადგილობრივი ინტილიგენციის გულგრილობას. აქ მრავალი კულტურული დაწესებულებები არსებობს.

 მრავალი სხვადასხვა დაწესებულებებთან, როგორიც არის შვიდი წლიანი შრომის სკოლა, 3 პირველ საფეხურის სკოლა, ფოსტა-ტელეგრაფი, საექიმო პუნქტო, აფთიაქი, აქ არსებობს აგრეთვე კოოპერატივი და სამკითხველო,

კოოპერატივი მოთავსებულია დაქირავებულ დარბაზში, სამკითხველოს კი აქვს საკუთარი შენობა. კოოპერატივში მუშაობა შიდუნებულია, ის გადაქცეულია კერძო სავაჭროთ, კვირაში მხოლოდ ერთ-ორჯერ არის ღია და მას ყოველმხრივ განაგებს ნოქარი.

გამგეობის უნარიანობა და ღვაწლი მას ძლიერ აკლია. გვიკვირს, თუ რათ არ ექცევა ამ მოვლენას სათანადო ყურადღება ვისგანაც ჯერ არს.

 მით ბოლო არ ედება გამგეობის დაუდევრობას. რაც შეესება სამკითხველოს, აქ საქმე უფრო მოისუსტებს, ვინემ კოოპერატივში, ბიბლიოთეკის დარბაზი გაქურდულია, ოდესღაც წიგნებით სავსე სამკითხველოში დღეს თაგვები დანავარდობენ; ოდესღაც ინვენტარით სავსე და ჩვენი მგოსნების სურათებით მორთული წიგნთსაცავის კედლებს უბრალო შპალერიც არ შერჩენია.

 რას ფიქრობს ამაზე ინტელიგენცია, განსაკუთრებით მასწავლებლობა, რომელთა რიცხვი 11 ს აღემატება, ნუთუ მათ ეს მოვლენა არ აფიქრებს, ნუთუ მათ არ აფიქრებს ზრუნვა მოზარდ თაობაზე, რომელიც მოკლებულია ზოგად საკითხავ წიგნებს, და არამც თუ საერთო საკითხავს, არამედ სკოლის სახელმძღვანელებსაც, რომლის მარაგი მაზრაში დიდია, მაგრამ უსახსრობის გამო მათ ვერ შეუძენიათ; ნუთუ დღეს ისეთ დაბაში როგორიც მუხურია, ერთი გაზეთიც არ უნდა მოდიოდეს. 

აიღეთ ინიციატივა, აირჩიეთ თქვენს შორის  საქმის მომწესრიგებელი კომისია, მოაგროვეთ საწევრო და კერძო შემოწირულებანი, გამართეთ წარმოდგენები და ასეთი გზით დაგროვილი ფულებით სამკითხველოს საქმე სწორ გზაზე დააყენეთ. 

ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი აქ წერა-კითხვის უცოდინარობის აღმოსაფხვრელად, მაგრამ ჯერ-ჯერობით მუშაობა ამ დარგში არ დაწყებულა, ვნახოთ რას მოგვცემს მომავალი. გარდა თქმულისა, აქ ბევრი რამეა გასაკეთებელი: პირველი ეს არის ხობის წყალზე მუხურში დაწყებული ბეტონის ხიდის აშენების დასრულება. ხიდის ერთი მესამედის აშენება ადგილობრივ საზოგადოების სარჯზე უკვე შესრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ მუხურის ხიდი ზუგდიდის მაზრის ნახევარ სოფლებს ისე ესაჭიროება, როგორც თვით აქაურ მკვიდრთ, დახმარებას არავინ გვიწევს და საკუთარი  ძალ-ღონით მისი შესრულება  „მაკრატლის“ კრიზისის ჩვენ არ ძალგვიძს, თუ კი მაზრამ არ გაგვიწია სათანადო დახმარება.

მაზრას შეუძლია შეაგნებიოს მოსაზღვრე სოფლებს— ჯგალი, საბუმე, ქოყა, წალენჯიხა, ჩხოროწყუ და ნაფიჩხოვო, რომ  ხიდი მათაც ესაჭიროებათ და ისინი უნდა დაგვეხმარონ. მაზრის ხელისუფლება მხედველობიდან. არ უნდა გამოუშვას, თუ რა ეკონომიური  და თუ გინდათ პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს შუხურის ხიდს ხობის ხიდის შემდეგ და მიიღოს ყოველგვარი ზომები შისი დამთავრებისათვის. 

მეორე მოსაგვარებელი საკითხი მაზრის მთავრობის საყურადღებოდ შემდეგია: აქ, როგორც სხვა ზუგდიდის მაზრის  სოფლებში… გაუქმებულია ეკლესია. დიდი ხანია რელიგიური რწმენა აღმოფხვრილია ჩვენში.

.ხომ საჭიროა ხალხისათვის სხვა რეალური საზრდოს მიწოდება. მოვითხოვთ სცენის მოყვარეთა ჯგუფის შედგენას, რისთვისაც აქ ძალა საკმაოა, მხოლოდ საჭიროა ინიციატივა; სასურველია სისტემატიურად ლექციების კითხვა, მეცნიერული, პოლიტიკური და ანტი რელიგიური ხასიათის და სხვა.

აქაც ვრჩებით მთავრობის დახმარების მოლოდინში. მესამე საკითხი არის ხელისუფლების საყურადღებოდ- არის საერთოდ გზების შეკეთების და განსაკუთრებით მუხურ-ჯგალის შუა, სადაც ავდრიან დარში ადამიანი წელამდის იფლება ტალახში.

რომ მთავრობა იღებს ინიციატივას და ორივე საზოგადოებას დაგვავალებდეს, ჩვენ შრომას არ დავიშურებთ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილ გადაუდებელ საკითხებისა, აქ მრავალი სხვა საქმეებია მოსაგვარებელი, მაგრამ ეს ადგილობრივი საბჭოსთვის მიგვინდვია.

ფართე საზოგადოების საყურადღებოთ უნდა განვაცხადოთ, რომ მუხური მეგრელების ბორჯომ- აბასთუმანია.
გაზეთი “კომუნისტი”

ზაფხულობით აქ დიდძალი სალხი იყრის თავს, ეს სოფელი მდიდარია ფიჭვნარ და ცაცხვნარ ხეებით და საამურ ყვავილიან მინდორ-ველებით. ეს შეუფასებელი ბუნება, არაჩვეულებრივი კარგი ჰაერით და ანკარა ცივი წყაროებით საუცხოვო საშუალებაა ზაფხულობით ჩამოსული დაავადმყოფებულ მუშა -გლეხების  განსაკურნებლად.

 მრავალია მაგალითი იმისა, რომ ურმით ჩამოყვანილი ავადშყოფები, ერთი და ორი თვეში მუხურში გამოკეთების შემდეგ, ბრუნდებიან შინ ფეხით. ოთხი ვერსის მანძილზე აქ არის მინერალური წყლებიც, რაც ჯერჯერობით საკმაოდ არ არის გამოკვლეული; ისე უნდა ითქვას, რომ „მენჯის“ წყალი, როგორც ეძახის ერთ აქ არსებულ   მინერალურ წყალს,  სწორედ მისწრებაა თავის ტკივილის, ტანის ქავილის საწინააღმდეგოდ.

 ბოლოს საჭიროა აღვნიშნოთ, რომ მუხურის ბუნება აგრეთვე გამოსადეგია მეფუტკრეობისათვის, რაც იქ, როგორც მთელს მაზრაში, მოიკოჭლებს და ეს ხდება იმ დროს, როდესაც საზოგადოებას არსებობისათვის უკეთესი წყარო არ გააჩნია რა, აქაურ თაფლს რომ დააკვირდეთ, მაღალი ღირსებისაა, იგი საამურია სუნით და სამკურნალო თვისებებით. სასურველია ამ სოფლიდან აპრილის დამლევს გაიგზავნებოდეს ქ. ტფილისში ვინმე მეფუტკრეობის კურსებზე, რაც ალბად გაგრძელდება ერთი ან ორი თვე; ეს მოგვცემს სპეცს, შედარებით აქაურ მეფუტკრეებთან, რო-მელიც სოფელში შემოიღებს დადანბლატის, ამერიკა ევროპიულ სისტემის დასაშლელ ბიკვებს,–ასეთი მოვ-ლენით ძირიან ფესვებიანად აღმო იფხვრება მამა-პაპური მესკეობა და საქმე ამ დარგში მოეწყობა რაციონალურად. 

ვახტანგი. 

ამავე ხიდზე საუბრობს გლეხი ი.ცირდავა

კომუნისტი N238
17-Oct-1924

მუხური მაზრის იმ ადგილას, სადაც მდ. ხობი ბუნებრივ საზღვარს უდებს სენაკის და ზუგდიდის მაზრებს. ზემო სამეგრელოში სწორედ აქ გადის გზატკეცილი, რომელიც აერთებს ზუგდიდს ქუთაისთან.

 მეფის მთავრობამ ჯერ კიდევ 70 წლის წინად ხაზინის ხარჯზე გააკეთა ქვის ხიდი მდინარე ხობზე სოფ. მუხურთან. 

ხიდი მაშინდელ დროისთვის საფუძვლიანი გაკეთდა, მაგრამ მეფის მოხელეებმა აშენების შემდეგ უყურადღებოდ დატოვეს იგი, დრომ თავისი ქნა და ამდენი ხნის განმავლობაში შეუკეთებლად დატოვებული იგი ერთ-ერთ წყალდიდობის დროს ჩაინგრა. 

მეფის მთავრობის შემდეგ მის განახლებას შეუდგნენ მენშევიკები, მაგრამ, როგორც ყოველგან და ყოველთვის აქაც ვერაფერი გააკეთეს. 

კომუნისტური ხელისუფლების დამყარების პირველი დღიდანვე ხიდის განახლებას ისევ მიექცა ადგილობრივი ამხანაგების მთავარი ყუ-რადღება. 

ხალხის ენერგიული შრომით და მთავრობის მატერიალურ-ფინანსიურ დახმარებით, გაკეთებული იქნა ახალი ხიდი გაცილებით უკეთესი წინანდელზე. მაგრამ სპეციალისტების გამოანგარიშებით ხიდის საბოლოოდ დასამთავრებლად საჭიროა კიდევ არანაკლებ 1.500 მან. 

გლეხობას იმედი აქვს, რომ მთავ- ობა დაეხმარება მას ხიდის დამთავრებაში. 

გლეხი ი.ცირდავა

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00