მოგვწერეთ

“ობოხუობა” ქვედა ჩხოროწყუში

by chkhorotskuge

my city Chckhorotsku” ფეისბუქის გვერდის ინფორმაციით, ქვედა ჩხოროწყუში , სასორდიოს უბანში, სახალისო ტურნირი “ობოხუობა” გაიმართა, რომელიც სორდიების საგვარეულო სახელით, პირველად ჩატარდა.

გამარჯვებულებისთვის დაწესებული იყო ფულადი პრიზები: პირველ ადგილზე გასულს გადაეცა -1000, მეორე ადგილზე გასულს – 750, მესამე ადგილზე გასულს – 350 ლარი.

ძველად “ობოხუა”-ს ჰქონდა პრაქტიკული დანიშნულება. მისი საშუალებით, გადადიოდნენ ერთი ნაპირიდან მეორეზე, სანამ საფეხმავლო და სამანქანო ხიდები გაიდებოდა. “ობოხუა” – ეს არის ხის გრძელი ჯოხი, რომელსაც ფეხის დასადგმელი აქვს მიჭედილი და გამოიყენება ჭაობში და წყალზე გადასასვლელად

https://www.facebook.com/508368813013815/videos/898188610551452/?q=my%20city%20-%20chkhorotsku&epa=SEARCH_BOX

You may also like