მთავარი გვერდი » სიახლეები » სოფელი ხანწკი მალე ახალი გზით ისარგებლებს

სოფელი ხანწკი მალე ახალი გზით ისარგებლებს

ავტორი chkhorotskuge
0 კომენტარები

სოფელი ხანწკი ჩხოროწყუში მდებარეობს და  ნაფიჩხოვოს ადმინისტრაციულ ერთეულს განეკუთვნება. აქ 535 ადამიანი ცხოვრობს.

 ტოპონიმი მკლევართა დიდი ნაწილის აზრით ნიადაგის  აღმნიშვნელ ლექსიკური ერთეულიდან იღებს  სათავეს და ქვიან, მაღლობ ადგილს აღნიშნავს.

ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე გზის მოასფალტების პრობლემა ათეული წლებია იდგა

blank
ხანწკი ლოკალიზდება ნაფიჩხოვოსა და პირველ ჭოღას შორის .

ამ ეტაპზე  სოფელ ნაფიჩხოვოდან ჭოღის მიმართულებით, ხანწკის უბანში დაიწყო ოთხკილომეტრიანი საავტომოლო გზის რეაბილიტაცია.

სამუშაოები რეგ.ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი 860 000 ლარს შეადგენს.

გზის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

„გზების სარეაბილიტაციო და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტში პანდემიის პირობებშიც არ გაჩერებულა. ხანწკის უბანში ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა გამართული და უსაფრთხო გზით ისარგებლებს.

სამუშაოებში 12 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

https://www.facebook.com/BusinessTechnology.ge/videos/2734704413435113
ხანწკელი გიორგი ცქვიტარიას რეკომენდაცია
blank
ხანწკი
  • blank
  • blank
  • blank

მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ხანწკში

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00