სიახლეები ჩვენებური “ყირამალა” 10 იანვარს, თბილისში მწერალთა სახლში გელით by chkhorotskuge 08/01/2025 written by chkhorotskuge 08/01/2025 4.1K 2025 წლის 10 იანვარს, 16 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება გიორგი ლეონიძის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენა. ჩხოროწყუს კულტურის ცენტრთან არსებული ახალგაზრდული თეატრალური სტუდია „ყირამალა“ წარმოგიდგენთ მინისპექტაკლს „ნატვრის ხე“, გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით. დადგმის რეჟისორი − დათიკო დარასელია, პედაგოგი − დათო შენგელია, კომპოზიტორი − იაგო ქებურია. დასწრება თავისუფალია. შეგახსენებთ, ქ. ქუთაისში ჩატარდა მე -15 -ე სასკოლო თეატრალური ფესტივალი ,,N-ოვაცია,, სადაც მონაწილეობა მიიღო 16 საჯარო სკოლამ და თეატრალურმა დასმა. მათ შორის მონაწილეობას ღებულობდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული თეატრალური დასი,, ყირამალა” სპექტაკლი გ. ლეონიძის ,, ნატვრის ხე” . მუხურის N 1 საჯარო სკოლის თეატრალურმა სტუდიამ სპექტაკლით ,,ჯარისკაცის დღიურები,,ლაშა გიგნიაშვილი ,,წითელი ზოლის,,მიხედვით. ჟიურის გადაწყვეტილებით ჩვენი მუნიციპალიტეტის თეატრალური კოლექტივები დაჯილდოვდნენ შემდეგნაირად: საუკეთესო სპექტაკლი ,,ნატვრის ხე,, საუკეთესო რეჟისურა. საუკეთესო მამაკაცის როლი დათო ხორავა. საუკეთესო პედაგოგი: დათო შენგელია. საპატიო სახელობით დიპლომებით დაჯილდოვდნენ: მართა ვეკუა,ნატალი მიქაია,ალექსანდრე კუჭუხიძე,ლექსო ბებია,ოთო ღურწკაია,ლუკა შანავა,ნიკოლოზ კუჭუხიძე,ალექსანდრე ფირცხალავა. ხოლო ფესტივალის გრან-პრი მუხურის #1საჯარო სკოლამ დაიმსახურა. ასე რომ თბილისში მყოფ თეატრის ყველა მოყვარულს და ჩხოროწყუელებს სპექტაკლზე გელით დათიკო დარსალიათეატრისსტუდია "ყირამალა"ხელოვნება 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post შობის დღესასწაული ჩხოროწყუში next post გლოვის დღე საქართველოში You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026