მოგვწერეთ
მთავარი გვერდი » სიახლეები » კირცხის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

კირცხის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ავტორი: chkhorotskuge

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კირცხის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.

სოფელ კირცხში 3- კილომეტრიანი ბეტონის გზა იგება. პროექტის ფარგლებში ეწყობა სანიაღვრე არხი. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 225 000 ლარს შეადგენს. პროექტი გარდამავალია. სამუშაოები მიმდინარე თვეში დასრულდება. 🔷სამუშაოებს სს ,,არქეოპოლისი“ ასრულებს.

გალერეა