ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები ირაკლი ჯიქია-ახუთელი ვარ… აქ დავიბადე, გავიზარდე, ვისწავლე და თავს ამაყად ვგრძნობ, რომ ამ სოფლის შვილი ვარ by chkhorotskuge 09/10/2020 written by chkhorotskuge 09/10/2020 1.8K „მოხეტიალე მუსიკოსები“-ს შესრულებული ქართული სიმღერები ჩვენი ცხოვრების ორგანული ნაწილი გახდა. მარჯანიშვილის მეტროსთან თუ სხვადასხვა ქალაქში გადაღებული ვიდეოკადრები ნამდვილ ჰიტებადაც იქცა. ამ გუნდის ერთ-ერთი სოლისტი ირაკლი ჯიქია სოფელ ახუთიდანაა. https://www.facebook.com/irakli.jikia.524/videos/2751899581752188/ ახუთელი ვარ!. აქ დავიბადე, გავიზარდე, ვისწავლე და თავს ამაყად ვგრძნობ, რომ ამ სოფლის შვილი ვარ. 7 წლის წლის ასაკში მამიდამ მუსიკალურ სკოლაში შემიყვანა. 9 წლის ვიყავი, როდესაც სოფელში,კულტურის სახლის დირექტორთან,ბატონ შალვა საჯაიასთან ხალხურ ფანდურზე დაკვრას ვსწავლობდი. მოხეტიალე მუსიკოსების რიგებში ორი წლის წინ მოვხვდი. მეგობარმა საბა საფარელი გამაცნო,რომელსაც ვთხოვე, რომ “ვაგიორქო მა” ქუჩაში ერთად გვემღერა. მოხეტიალე მუსიკოსები ჩხოროწყუში ნელნელა დავმეგობრდით და დღეს უკვე ძმადნაფიცები ვართ. საბა უნიჭიერესი ადამიანია, ის გიტარის გარდა როიალზე,დასარტყმელ ინსტრუმენტებზეც საუკეთესოდ უკრავს. ხატავს. მისი ნახატები იმითაა განსაკუთრებული, რომ ყველა თითითაა შესრულებული. https://www.facebook.com/chkhorotsku/videos/527277384843408 ოჯახშიც ყველა ვმღერით, ისევე როგორც სამეგობროში. ბაბუა ახალგაზრდობაში ჩვენი მუნიციპალიტეტის გუნდში მღეროდა, ბებია სამოყვარულო დონეზე ღიღინებდა. დედა შესანიშნავი პირველი ხმაა და სახლში ხშირად ერთადაც ვმღერით——————————————————————————————————— დედას ყველაზე მეტად უყვარს მუსიკა . მამა სტუდენტობის პერიოდში გიტარაზე უკრავდა, თუმცა ახლა დავიწყებული აქვს. შესანიშნავად მღერის ბიძიაც, ჯამბულ ჯიქია, რომელიც ლექსებსაც წერს . სამწუხაროდ მისი პოეზია არ არის ცნობილი, რადგან თვითონ ასე სურს. სიმღერა დასაც კარგად ეხერხება. მეგრული სიმღერა ჩემთვის ყველაფერია. ბევრისგან მსმენია, რომ კოლხური მელოდიები განსაკუთრებული მოსასმენია. ვვამაყობ რომ შემიძლია და ვასრულებ ჩემი კუთხის სიმღერებს. პირველი სიმღერა ჩემს რეპერტუარში იყო, “ირ ქიანა გიორდას”. ახლაც , როცა ქუჩაში ვმღერით, ყოველთვის ვასრულებ საბა და ირაკლი ადამიანები ახუთიდან 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post სოფელი ხანწკი მალე ახალი გზით ისარგებლებს next post ფერმერ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა You may also like გაიცანით, ბექა ჯიჯელავა 01/07/2026 ნიკოლოზ კაჭარავა — ქართველი დიდოსტატი ევროპის ელიტაში 20/04/2026 წარმატებული დებიუტი ოქტაგონზე: მუხურელმა ლაშა თოლორდავამ GAMA-ს სარეიტინგო... 03/04/2026 აკაკი ლაგვილავა-ახლა მისი დროა 12/01/2025 ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან 26/04/2024 მსახიობი და მომღერალი დავით შენგელია 10/01/2024 სახელმწიფო რეესტრს ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა “მუხურის თაფლი” დაემატა 24/12/2021 ალექსანდრე ნარსია – დედის ლოცვა 25/11/2021 გენრიეტა ჭითანავა 25/09/2021 22 წლის გიორგი ვეკუა ქვედა ჩხოროწყუში და ნაკიანში... 24/09/2021