ადგილობრივ კარატისტებს წარმატება მიულოცეს

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

ჩვენ უკვე ვწერდით სალომეს და ცოტნეს დიდ წარმატებაზე . ჩხოროწყუში კარატის პოპულარობა გერონტი მამფორიას უკავშირდება, რომელსაც 2018 წელს საპატიო ჩხოროწყუელობა მიენიჭა. მისი მოწაფეების უფროსი თაობა მწვრთნელის რანგში საქმიანობენ

გერონტი მამფორია

“დო” იაპონურად გზას ნიშნავს.თითოეული ჩვენთაგანი გზას თვითონ ვირჩევთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი, უფროსებისა და თანატოლების პატივისცემა კარატის ნორმაა. ის არა მარტო შეჯიბრებაა, არამედ გონების ყოველდღიური ვარჯიში.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის მოადგილე ვალერი თოდუა წარმატებულ სპორტსმენებს – სალომე ლაშხიას, ცოტნე სორდიას და მწვრთნელ გერონტი მამფორიას შეხვდნენ, მათ სამომავლო გეგმებს გაეცნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს.

სალომე ლაშხიამ და ცოტნე სორდიამ 23-25 აგვისტოს ქალაქ რიზეში , შავი და კასპის ზღვის აუზის ქვეყნების 1600 კარატისტთა შორის გამართულ ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. სალომე ლაშხიამ ჩემპიონობა და ოქროს მედალი მოიპოვა, ცოტნე სორდია კი ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა .

banner

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00