1.4K 1. #ახუთი – თავში მოვიწროებული, დახშული ვიწრობი, ჩავარდნილი ადგილი მთების გარემოცვაში.2. #გარახა – კლდოვანი, ციცაბო ქედი; ქანობი; გორმახი; ფლატე.3. #დღვანა – საფლობი, თხელი ტალახი.4. #ეწერი – კოლხური სიტყვაა, აღნიშნავს უნაყოფო ნიადაგს.5. #ზანა – წყალი; ვაკე, ბარი; წყლისპირა ბარი.6. #ზინდი – სინდო, შავი დაჭაობებული მიწა.7. #თაია – კნინ. პატარა მთა.8. #თორსა – ტლაპო, საფლობი; ჭაობი, სადაც ყველაფერი იძირება.9. #კირცხი – სეტყვა; ქვიან-ღიჭიანი; ფიცხი, ფიცხელი, ძნელად დასამუშავებელი ნიადაგი.10. #კორცხელი – მაგარი, ფიცხელი ნიადაგი.11. #კოხორა – ქვა-ღორღიანი ადგილი, გოხნარი; შეძლებული დასახლება, კარგი სამოსახლო ადგილი.12. #კურზუ – მცირე ბორცვი; შემაღლება ვაკეზე.13. #ლარა – სწორი, ვაკე ადგილი; გაშლილი ფერდობი.14. #ლია – საფლობი, ტლაპო, ლამი, ტალახი.15. #მაზანდარა – ლორწოვანი; ბლანტი, ჭაობიანი ნიადაგი.16. #ნოღა – ქალაქი; დაბა; დაბლობი; ხევი; ღელე, რუ, ნაღვარევი, მდინარის ტოტი.17. #ონარია – ნაწყლევი; ჭაობიანი, არამყარი ადგილი.18. #ონოღია – ნოტიო (ტენიანი) ადგილი.19. #ოტობაია – ნაყოფიერი საყანე ველობი.20. #რუხი – როხი; დიდი ლოდი; ხორბლის, ღომის მსხვილმარცვლიანი ჯიში. 21. #ტალერი – ტრიალი, დიდი მწვანე ველი; ნასვენი, მიშვებული მინდორი.22. #ურეკი – ნოყიერი, შლამიანი ადგილი. 23. #ურთა – აფხ.სიტყვაა და ნიშნავს კარგმოსავლიან ადგილს, ადვილად დასამუშავებელს.24. #ჭალე – ჭალა; წყლისპირა დაბლობი; ნაყოფიერი მიწა; მარჩხა ადგილი ზღვის სანაპიროსთან.25. #ხანწკი – ქვიანი მაღლობი. სამაგისტრო ნაშრომი ეძღვნება მეგრულსა და ლაზურ ენებში არსებულ ნიადაგისა და წყლის აღმნიშვნელ ლექსიკას. ნაშრომში შესწავლილია ზემოთაღნიშნული საკითხი და, ასევე, მოცემულია ლინგვისტური ანალიზი. ნათია გახარია-ნიადაგისა და წყლის აღმნიშვნელი ლექსიკა მეგრულ-ლაზურში (ლინგვისტური ანალიზი) by Lasha Mebonia on Scribd 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ადგილობრივ კარატისტებს წარმატება მიულოცეს next post ჩხოროწყუს ავტოსადგური 1986-87 წლები