სიახლეები ჩხოროწყუს კარატისტთა კლუბი “ჯორჯია” 26 წლისაა by chkhorotskuge 29/06/2021 written by chkhorotskuge 29/06/2021 2.4K ჩხოროწყუში უკვე 26 წელია კარატის ჯგუფები ფუნქციონირებს, რომელთაც ჩხოროწყუს საპატიო მოქალაქე, საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად რამდენჯერმე აღიარებული გერონტი მამფორია ხელმძღვანელობს. გერონტი მამფორია მეშვიდე დანის მინიჭების დროს მიუხედავად რთული პირობებისა, ბატონმა გერონტიმ და მისმა შეგირდებმა უკან არ დაიხიეს და ჩხოროწყუს რამდენიმე მსოფლიო ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები ყავს. კარატეს ფედერაციის პრეზიდენტის, კახა ბასილიას სტუმრობა და მასტერკლასი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა . სენსეიმ მათ აუხსნა ბრძოლის ტექნიკის ნიუანსები, გამარჯვებისთვის აუცილებელი წინაპირობები, ჯანსაღი კვების სავალდებულო ხასიათი, მედიტაციის როლი კარატეში. საქართველოში კარატეს ტრადიციები ძალიან დიდია. ცნობილი ფილმის „ლედი კარატეს მოგზაურობის“ არალიცენზირებული ჩვენების შემდეგ ქვეყანაში ნამდვილი ბუმი იყო. სამწუხაროდ ბოლშევიკურმა რეჟიმმა რამდენიმე წლით აკრძალა კარატე,თუმცა ფარულად მაინც არსებობდა წრეები, პოპულარული გახლდათ ფილმები კარატისტთა მონაწილეობით საქართველოში კარატეს რამდენიმე მიმართულება პოპულარული. შოტოკან კარატე დო გამორჩეულად პოპულარულია. კახა ბასილიას დიდი დამსახურებით კარატე მასობრივი სპორტია . ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიადაზე საგზურიც კი მოიპოვა , რაც დიდი კონკურენციის პირობებში დიდი შედეგია. კარატე არა მარტო სპორტია, ისაა სულის და ხორცის ჰარმონიული განვითარების მნიშვნელოვანი საშუალება. ჩხოროწყუში ასზე მეტი მოქმედი კარატისტია , რაც პატარა მუნიციპალიტეტისთვის ურიგო რაოდენობა არაა. ემოციური იყო გერონტი მამფორიასათვის მეშვიდე დანის მინიჭება. სულ კარატეში 10 დანია. მეშვიდე დიდი დამსახურებისთვის ენიჭებათ და მხოლოდ ერთეულებს აქვთ ეს აღიარება. ჩხოროწყუელ ახალგაზრდა სპორტსმენებს ცოტნე სორდიას და ბაჩო ჯალაღონიას უმაღლესი ხარისხის, შავი ქამრის ტარების უფლება მიეცათ. ბატონმა კახა ბასილიამ თვითონ ჩაიბარა გამოცდა და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ცოტნე სორდია დასარულს სტუმრებმა და მონაწილეებმა ტორტი დაჭრეს. პანდემიის გამო 25 წლის იუბილე შარშან ვერ გადაიხადეს, ერთი წლის დაგვიანებით სპორტის დღესასწაული მაინც შედგა. სიახლეს ვიდეოვერსია ფოტოგალერეა კარატე 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ერატიკული ლოდები შურუბუმუს არეალში next post ჩხოროწყუს სახელოვნებო სკოლის ეზოში შედგა სკოლის საანგარიშო კონცერტი სახელწოდებით ,,ქართული კინომუსიკა” You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026