მოგვწერეთ
მთავარი გვერდი » სიახლეები » სპორტი » ჩხოროწყუელი სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე

ჩხოროწყუელი სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე

ავტორი: chkhorotskuge

2026 წლის 6–8 თებერვალს კვიპროსში გაიმართება ახალგაზრდულ (21 წლამდე) ევროპის ჩემპიონატი კარატეში. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზებენ ორი ჩხოროწყუელი სპორტსმენი — ლიკა ფირცხალავა და დიეგო დემურია.

მათ მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ნაკრების შერჩევით ეტაპებზე და მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.
ვუსურვებთ წარმატებას ლიკა ფირცხალავას, დიეგო დემურიას და საქართველოს ნაკრების ყველა წევრს.