მოგვწერეთ
მთავარი გვერდი » მუნიციპალეტეტი » ადმინისტრაციული ერთეულები » სოფელი ზუმი » ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შვიდ საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შვიდ საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ავტორი: chkhorotskuge

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 360 000 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლა რეაბილიტირდება.

სამუშაოები მოიცავს შენობის გადახურვას, სველი წერტილების, იატაკის, ჭერის, კარ-ფანჯრების რეაბილიტაციას, კოსმეტიკური სამუშაოების ჩატარებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

რეაბილიტაცია ამ ეტაპზე უტარდება ქალაქ ჩხოროწყუს #1, ლესიჭინეს #2, ქვედა ჩხოროწყუს, სარაქონის, ზუმის, ხანწკისა და ლედარსალეს სკოლებს.