სიახლეები დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში 18 აპრილს მასშტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდება by chkhorotskuge 15/04/2022 written by chkhorotskuge 15/04/2022 1.5K ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე მერის მოადგილე ვალერი თოდუა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების უფროსის მ/შ ემზარ დემურია, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს” კოორდინატორი თამთა ჭითანავა, ა(ა)იპ დასუფთავების, კეთილმოწყობისა და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია სოფლებში არსებულ საჭიროებებზე. შეხვედრაზე მერიის სოციალური პროგრამები, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით პირველი მარტიდან ამოქმედებულ მთავრობის ახალ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების პროგრამაზე, რაც სოციალური დახმარების შეწყვეტის გარეშე, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე აღინიშნა,რომ დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში 18 აპრილს მასშტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდება. შეხვედრაზე ასევე სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს. დათო გოგუა 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ირაკლი შენგელია-ნუ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ რუსეთი არის ერთმორწმუნე ერი next post ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით შენგელია განცხადებას აქვეყნებს You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026