სიახლეები ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება by chkhorotskuge 01/07/2026 written by chkhorotskuge 01/07/2026 100 სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პატრონიანი ძუ ძაღლების უფასო სტერილიზაციისა და რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას სრულად უფასო ვეტერინარული მომსახურების მიღება ამ კვირის პარასკევს, 3 ივლისს შეეძლება. პროცედურები ჩატარდება ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე (გობეჩიას პირველი შესახვევი). პროგრამის ფარგლებში, ძაღლები გაივლიან სტერილიზაციას და პარალელურად დარეგისტრირდებიან შინაური ცხოველების ერთიან ელექტრონულ ბაზაში. დაგეგმილ ღონისძიებას ეხმაურება ვეტერინარი ლევან ჯალაღონია, რომელიც სპეციალური ვიდეომიმართვით მოუწოდებს მოსახლეობას, იაქტიურონ და არ გაუშვან ეს შესაძლებლობა ხელიდან: „გთხოვთ, გაასტერილოთ თქვენი ძაღლები, რათა არ მოხდეს ცხოველების უკონტროლო გამრავლება, რაც უარყოფითად მოქმედებს როგორც თავად ცხოველთა კეთილდღეობაზე, ასევე მოსახლეობაზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ეს გადაწყვეტილება ნამდვილად იმსახურებს მოწონებას და ჩემს სრულ მხარდაჭერას,“ – აღნიშნავს ლევან ჯალაღონია. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ 2027 წლიდან შინაური ცხოველების სავალდებულო რეგისტრაციის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი ფულადი ჯარიმები. მერია მოუწოდებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, დროულად ისარგებლონ აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით. საკონტაქტო ინფორმაცია და ვიზიტის დასაჯავშნად წინასწარი ჩაწერა ხდება შემდეგ ნომრებზე: 📞 544 448 959 📞 597 239 980 0 comments 1 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა next post გაიცანით, ბექა ჯიჯელავა You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026 თამაში “გო” და ჩხორწყუ ერთმანეთს ეცნობიან 21/05/2026