111 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური ეტაპი იწყება. ტურნირი ადგილობრივი სამოყვარულო ფეხბურთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრია, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტში მასობრივი ფეხბურთის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სოფლებისა თუ თემების სპორტულ ცხოვრებაში ჩართვა. ტურნირს ადგილზე ორგანიზებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს. ჩხოროწყუს ციფრული პლატფორმა ტურნირის მიმდინარეობას რეგულარულად აშუქებს. ჩვენს არქივში ინახება წინა წლების მასალებიც, რაც „მოყვარულთა თასის“ ადგილობრივ ტრადიციასა და მონაწილე გუნდების ისტორიას ასახავს. საქართველოს მასშტაბით „მოყვარულთა ლიგა“ სამოყვარულო ფეხბურთის სისტემაა, რომლის მიზანია მასობრივი ფეხბურთის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ადგილობრივი გუნდების ჩართვა. ტურნირი საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობით ტარდება. მუნიციპალური ეტაპებიდან გამარჯვებული გუნდები შემდეგ ეტაპებზე გადადიან, საუკეთესოებს კი საქართველოს მასშტაბით ასპარეზობისა და UEFA Regions’ Cup-ზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდება. პირველი ეტაპის შეხვედრები 22 და 23 ივნისს გაიმართება, შემდეგ ეტაპებზე გამარჯვებული გუნდები 24 და 25 ივნისს ითამაშებენ, ფინალი კი 26 ივნისს, 18:00 საათზე შედგება. პირველი ეტაპის განრიგი: 22 ივნისი17:00 — ახუთი — კირცხი18:00 — ლეწურწუმე — ქ. ჩხოროწყუ19:00 — ხაბუმე — ჭოღა 23 ივნისი11:00 — ქვედაჩხოროწყუ — ზუმი12:00 — მუხური — ნაფიჩხოვო13:00 — ლესიჭინე — თაია ინფორმაციები და ვიზუალი მოამზადა და მოგვაწოდა ბაჩი თოდუამ მოყვარულთა თასიფეხბურთი 0 ფეისბუქიTwitterელფოსტა chkhorotskuge წინა პოსტი თამაში “გო” და ჩხორწყუ ერთმანეთს ეცნობიან შემდეგი პოსტი ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა