148 2026 წლის 1 ივლისს გაიმართა „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის ნახევარფინალი, რომელშიც ქალაქ ჩხოროწყუს რამინ დიხამინჯიას სახელობის პირველი სკოლის ეკოკლუბი მონაწილეობდა. ეკოკლუბს ხელმძღვანელობს მაია სიჭინავა, რომლის ხელმძღვანელობითაც მოსწავლეები არაერთხელ გამხდარან სხვადასხვა კონკურსის ფინალისტები. ამჯერად გუნდი წარადგინეს ნატალი მიქაიამ და ბექა ჯიჯელავამ. ნატალი მიქაიამ საკუთარი გამოცდილება კიდევ ერთხელ აჩვენა, ხოლო ბექა ჯიჯელავას ფართო აუდიტორიის წინაშე წარმატებული დებიუტი შედგა. განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა ბექას „ჭკვიანი სახლის“ პროექტმა, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით შეიქმნა. წარმატებებს ვუსურვებთ სკოლის ეკოკლუბს, მის წევრებსა და ხელმძღვანელს, მაია სიჭინავას. ქალაქ ჩხოროწყუს რამინ დიხამინჯიას სახელობის პირველი სკოლა 1 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post გაიცანით, ბექა ჯიჯელავა next post კობა ჯიქია -ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე