114 29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში, მოსამზადებელ ცენტრში, ახალგაზრდებისთვის სასწავლო-მოსამზადებელი ბანაკი იმართება. ბანაკს ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული უსაფრთხოებისათვის“ თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ატარებს. პირველ ნაკადში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდანაც მონაწილეობენ ახალგაზრდები. ბანაკში გამგზავრებამდე ისინი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯანო პერტაიამ, მერის მოადგილემ თამარ ქობალიამ და მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა თეა ტყებუჩავამ გააცილეს და წარმატებები უსურვეს. ფოტო: თეა ტყებუჩავა ახალგაზრდებიგომბორითავდაცვის სამინისტროთამარ ქობალიასასწავლო ბანაკიჩხოროწყუჯანო პერტაია 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება next post თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა