მოგვწერეთ
მთავარი გვერდი » სიახლეები » ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორიას შეხვედრა მოსახლეობასთან

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორიას შეხვედრა მოსახლეობასთან

ავტორი: chkhorotskuge

ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიასთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ქუჩაში მოქალაქეებს შეხვდა, მოისმენა მათი მოსაზრებები მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების შესახებ, გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს, იდეებსა და სამომავლო ინიციატივებს.

ჯუმბერ იზორია ასევე შეხვდა ქალაქში მომუშავე მოვაჭრეებს, გაეცნო მათ საჭიროებებს. შეხვედრის ფარგლებში მერმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, შესრულებული საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის, ჭავჭავაძისა და გობეჩიას ქუჩების კვეთაზე დამონტაჟებული შუქნიშანიც დაათვალიერა.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მერისთვის პირადად გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები, ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მონაწილეობა მიეღოთ მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში.

მოსახლეობასთან პირდაპირი დიალოგი, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ინტერესების გათვალისწინების მნიშვნელოვანი მექანიზმია.

მერის ინიციატივა, ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაძლიერებას, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდასა და ადგილობრივი საჭიროებების ადგილზე გაცნობას ისახავს მიზნად.

მსგავსი სახის შეხვედრები პერიოდულად გაგრძელდება

-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00