მოგვწერეთ
მთავარი გვერდი » სიახლეები » 22 ნოემბერს ჩხოროწყუში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება

22 ნოემბერს ჩხოროწყუში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება

ავტორი: chkhorotskuge

22 ნოემბერს, 11:00 საათიდან, ქალაქ ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.

აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ შემდეგი სამედიცინო მომსახურებით:

  • სისხლძარღვთა სპეციალისტის, ანგიოლოგ გიორგი კუტივაძის კონსულტაცია;
  • სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა;
  • D-დიმერის ანალიზი — სისხლის შედედებისა და თრომბების წარმოქმნასთან დაკავშირებული მაჩვენებლის შემოწმება;
  • ძვლის სიმკვრივის გამოკვლევა — ოსტეოპოროზის რისკის შესაფასებლად.

აქციის ყველა მონაწილე მიიღებს კლინიკა „ჯან-მედის“ 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ექოსკოპიურ და ლაბორატორიულ კვლევებზე იმოქმედებს.

სამედიცინო მომსახურებას კლინიკა „ჯან-მედი“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განახორციელებს.

-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00