14 „ჩხოროწყუს ახალგაზრდული დღეები 2026“-ის ფარგლებში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიამ და მერის მოადგილეებმა მერის სტიპენდიანტები დააჯილდოვეს. წარმატებულ სტუდენტებს სწავლისა და პროფესიული განვითარების გზაზე მიღწეული შედეგები მიულოცეს, სერტიფიკატები გადასცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს. მერმა ჯუმბერ იზორიამ აღნიშნა, რომ სტიპენდია ახალგაზრდების შრომისა და მონდომების დაფასებას ემსახურება. მერის სტიპენდია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ წარჩინებულ სტუდენტებს შეეხო, რომლებიც საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო პროგრამებზე სწავლობდნენ და შესაბამის სემესტრში ყველა სალექციო კურსში უმაღლესი შეფასება — A (91–100 ქულა) — ჰქონდათ მიღებული. 2026 წელს მერის სტიპენდია 27 სტუდენტს გადაეცა. ეს იყო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მერის სტიპენდიის დაწესების პირველი წელი. სტიპენდიაჯუმბერ იზორია 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge Following Author previous post ჯანო პერტაია – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე next post ინტელექტუალური დაპირისპირებით ასე დაიწყო „ახალგაზრდული დღეები 2026“!