6 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია სოფელ ზუმში მცხოვრებ ლამარა გელანტიას ესტუმრა. ქალბატონი ლამარა 100 წელს გადაცილებულია. მერის ინფორმაციით, მას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 000 ლარი ჩაერიცხა. თანხა მერიის „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამით გაიცა. „უხუცეს მოქალაქეს ჯანმრთელობა და მხნეობა ვუსურვე“, — წერს ჯუმბერ იზორია. ლამარა გელანტიას ორი შვილი, ექვსი შვილიშვილი, თექვსმეტი შვილთაშვილი და ორი შვილთაშვილის შვილი ჰყავს. იმავე დღეს ჯუმბერ იზორია ყოფილ პედიატრ ლიანა ბერულავასაც ეწვია. მერის თქმით, ექიმს ფინანსური დახმარება საკუთარი სახელფასო ფონდიდან გადასცა. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დაფასება და გვერდში დგომა, რომლებმაც წლების განმავლობაში საკუთარი პროფესიული საქმიანობით ემსახურნენ საზოგადოებას. შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველთვის მზად ვარ, პირადი რესურსითაც დავეხმარო ასეთ ოჯახებს“, — წერს ჩხოროწყუს მერი. ლამარა გელანტიალიანა ბერულავაჩხოროწყუს მერიაჯუმბერ იზორია 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge Following Author previous post ჯუმბერ იზორია მადლობას იხდის გაწეული ქველმოქმედებისთვის