2 ქალაქ ჩხოროწყუს №2 საჯარო სკოლაში პირველკლასელთა სასკოლო ფორმების გაყიდვა მიმდინარეობს. პროცესს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია მერის მოადგილე თამარ ქობალიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან ერთად გაეცნო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პირველკლასელთა მშობლებსაც შეხვდნენ და ბავშვებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა 14 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ: ქალაქ ჩხოროწყუს №2 საჯარო სკოლაში; ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის — formebi.emis.ge საშუალებით. მერიაჯუმბერ იზორია 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩხოროწყუში ახალი ინტელექტუალური თამაში — „საკითხვეთი“ დაიბადა