მოგვწერეთ
მთავარი გვერდი » მუნიციპალეტეტი » ადმინისტრაციული ერთეულები » ჯუმბერ იზორია მადლობას იხდის გაწეული ქველმოქმედებისთვის

ჯუმბერ იზორია მადლობას იხდის გაწეული ქველმოქმედებისთვის

ავტორი: chkhorotskuge

მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ იმ უაღრესად კეთილშობილური გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებული 28 ოჯახის დახმარებას უკავშირდება.

გაზის აფეთქების შედეგად ოჯახები საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. ასეთ მძიმე ვითარებაში ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, საკუთარი სახსრებით შეუძინოს მათ საცხოვრებელი ბინები, თანაგრძნობის, ადამიანური პასუხისმგებლობისა და ქველმოქმედების გამორჩეული მაგალითია.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ეწევა ქველმოქმედებას, ზრუნავს საკუთარ თანამოქალაქეებზე და არაერთხელ დაუდგა გვერდით განსაცდელში მყოფ ადამიანებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი როლი ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში, რასაც თითოეული მოქალაქისთვის უდიდესი ფასი აქვს.

ნამდვილი ქველმოქმედება სწორედ მაშინ ფასობს ყველაზე მეტად, როდესაც ადამიანებს იმედსა და ხვალინდელი დღის რწმენას უბრუნებს. ❤️🙏🏻🙏🏻🙏🏻

-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00