სად მდებარეობს სოფელი ახუთი?
-სოფელი ახუთი დაბა ჩხოროწყუს აღმოსავლეთით. მდინარეების ზანასა და ოწყარიეს ხეობაში მდებარეობს.
მოსაზღვრე სოფლები: მას აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფლები ნოღა და ფოცხო, დასავლეთით – ქვედა ჩხოროწყუ, ჩრდილოეთით– დაბა ჩხოროწყუ და ნაკიანი, სამხრეთით სოფელი ლესიჭინე. სოფლის ზღვის დონიდან 180 მეტრზეა და დაბის ცენტრიდან 12 კილომეტრთ არის დაშორებული
მოსახლეობა- სოფელ ახუთის მოსახელობა შეადგენს 2148 ადამიანს
სკოლები: ახუთის პირველი სკოლა ახუთის მეორე სკოლა
ისტორია: ეს იყო ჯაიანთა სამფლობელო და სოფელში რამდენიმე ისტორიული ნაგებობაცაა
რა შეიძლება ვნახო ახუთში? კუხალაშვილების ისტორიული ოდა, გოგორეთი, ლეგერსამე. ახუთის ზედა ნაწილიდან იშლება საუკეთესო ხედი
ირაკლი ჯიქია
ახუთის FB გვერდის ადმინისტრატორი
ირაკლი ჯიქია,21 წლის. დაბადებული და გაზრდილი ახუთში. დავდიოდი აქაურ ბაღში და დავამთავრე ახუთის #1 საჯარო სკოლა.
ვსწავლობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული მეცნერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე. მე-4 კურსი.
გატაცებული ვარ სხვადასხვა მუსიკალური საკრავებით და მხატვრული კითხვით.
ჩემი დიდი სურვილი იყო რომ გამეცნო ყველასთვის ახუთი და ამის შესაძლებლობას ხელიდან არასდროს ვუშვებდი.
ახლა კი მაქვს პატივი,გაგაცნოთ ჩემი სოფელი და ოდაბადე.
"ძველთაძველის ნაქები
ახუთია საქები,
ახუთია სოფელი
პატიოსნებით ნაგები"