სოფელი ახუთი ლეგერსამე- ახუთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია by chkhorotskuge 13/11/2019 written by chkhorotskuge 13/11/2019 2.2K ახუთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია “ლეგერსამეს” სახელითაა ცნობილი. მეცნიერთა ნაწილის აზრით, მეცხრე -მეთერთნეტე საუკუნის კვალს ეყრდნობა.ძირითადში კი ეკლესია მეცხრამეტე საუკუნეშია გადაკეთებული. ტაძარი ახლახანს რესტავრირდა ტოპონიმი გერსამიების გვარს უკავშირდება. გარკვეული დროის წინ მესამე ახუთად იხსენიებოდა. თუმცა გერსამიების დიდი ნაწილი ახუთში აღარ ცხოვრობს,მგრამ ტაძრისადმი პატივისცემა დიდია. ახუთის მაცხოვრის სახელობის ეკლესიამდებარეობა და თარიღიახუთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში მდებარეობს. გეგმა და არქიტექტურაეკლესია სწორკუთხედის გეგმის დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით შვერილი, ნახევარწრიული (ნალისებრი) აფსიდით. აფსიდის ცენტრში არქიტრავული, გარეთ შევიწროებული სარკმელია გაჭრილი.მის სამხრეთ ნაწილში ორი, ხოლო ჩრდილოეთით ერთი სწორკუთხა ნიშია მოწყობილი.აფსიდის კონქი შეისრულია და მასზე გვიანდელი გადაკეთების კვალი იკითხება. სატრიუმფო თაღი პირდაპირ აფსიდის მხრებს ეყრდნობა.შიდა სივრცე და ელემენტებიდარბაზი კამარით არის გადახურული, რომელიც საბჯენ თაღებზე გადაყვანილი პილასტრების სისტემას ეყრდნობა. გრძივი კედლები დანაწევრებულია მძლავრი, ორსაფეხურიან ბაზაზე მდგარი პილასტრებით, რომელთა კაპიტელები პროფილირებულია. ამ კაპიტელებზე ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღები.პილასტრებს სხვადასხვა მხარეს სხვადასხვა ელემენტები უერთდება: ერთ მხარეს — წყვილი საფეხური, მეორე მხარეს — თარო. თაროებიდან გამოდის ნახევარწრიული თაღები, ხოლო საფეხურებიდან — ოდნავ შეისრული თაღები. თაღოვანი შეღრმავებები შენობის პროპორციების დახვეწილობას უსვამს ხაზს. დასავლეთ კედელში კამარის საბჯენი თაღი მცირე ზომის კრონშტეინებს ეყრდნობა.შესასვლელები და განათებაეკლესიას სამი შესასვლელი აქვს — დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით.დასავლეთის კარი თაღოვანია, ხოლო სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარები — შიგნიდან თაღოვანი, გარედან კი არქიტრავული.ნაგებობა განათებულია ოთხი სწორკუთხა სარკმლით — თითო თითოეულ ფასადზე.დამატებით, სამივე კარის თავზე მოწყობილია მაღალი სწორკუთხა სარკმლები.დეკორი და ინტერიერიეკლესიის ფასადები სრულიად სადაა, ყოველგვარი ორნამენტის გარეშე. მხოლოდ ლილვისა და წრეთარგისგან შექმნილი ლავგარდანი ასრულებს ფასადების ზემოთა ნაწილს. აღმოსავლეთ მხარეს შენობას ორსაფეხურიანი ცოკოლი აქვს, დანარჩენ სამ მხარეს — ერთსაფეხურიანი.შიდა ინტერიერში შემორჩენილია ნალესობის ფრაგმენტები. სამხრეთ კედლის ერთ-ერთ პილასტრზე იკითხება მოხატულობის სუსტი კვალი, ხოლო ჩრდილოეთით მდებარე პილასტრზე — ბოლნური ჯვრის რელიეფური გამოსახულება.გარემო და დამატებითი სტრუქტურებიეკლესიის ზედა ნაწილს ამჟამად სურო ფარავს, რაც მას დამატებით სილამაზეს სძენს. ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 7-8 მეტრის მანძილზე, მიწისქვეშა კრიპტაა განთავსებული. მის გარშემო ასევე მოჩანს ძველი გალავნის ფრაგმენტები. ლეგერსამე ახუთის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post პოეტ გიორგი გულუას ზუგდიდში უმასპინძლებენ next post გამწვანების აქცია ქალაქ ჩხოროწყუში You may also like ახუთის ტოპონიმები ტოპონიმიკის კრებულის მიხედვით 27/06/2025 საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სოფელ ახუთში ( საჩიტაიოს უბანი 01/02/2024 ახუთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ( დოხორე,დოხოროე ) 23/02/2023 ოცინდალეს კომპლექსი ( ოსინდალე, ოსინჯალე) 22/02/2023 ალეკო ნარსიას ერთი ინიციატივა და ახუთელი ჟორა არახამიას... 31/01/2022 გივი აბესაძეს მიერ აღბეჭდილი კუხალაშვილების ოდა 23/12/2020 ლუკა და ახუთიდან დაწყებული საქართველო 17/12/2020 გავიცნოთ ისტორიული სოფელი ახუთი 15/11/2020 მოიდანახეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია 11/07/2020 ლეგახარეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია 15/06/2020