საგაზეთო პუბლიკაციები გაზეთი “ცნობის ფურცელი”1903 წლის მუხურისა და ლესიჭინეს შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციებს გვაწვდის by chkhorotskuge 27/02/2023 written by chkhorotskuge 27/02/2023 1.8K სოფ. მუხური (სამეგრელო). აქაურებმა რის ვაი-ვაგლახით მოჰკრიბეს 3000 მანეთი და ხობისწყალზე გასდეს ხის ხიდი, მოიწვიეს კიდეც ინჟენერი ქუთაისიდან, რომელმაც ხიდი მოიწონა. მოიჯარადრემ მიიღო პირობისამებრ 3000 მანეთი. მაგრამ ბედმა გვიღალატა და ამ მოკლე ხანში მოსულ წვიმებისაგან ხობისწყალი ადიდდა და ხიდი ერთიანად მოიტაცა. ფული ფულადი დაგვეღუპა და მიმოსვლაც მოგვესპო. ცნობის ფურცელი N2288 1903 წელი იგულისხმება დღევანდელი ნაცხას ხიდი რედაქცია სოფ. ლესიჭინე (სამეგრელო). პირველ აგვისტოს შემდეგ წვიმამ ძალიან მოუხშირა. ბევრგან ხშირმა წვიმებმა და დიდმა წყლებმა გზები გააფუჭა. წვიმას მოჰყვა ქარი და ყველაფერი მილეწ-მოლეწა. ვენახები (ადესის) ძალიან გააფუჭა. ვისაც სამოც- ოთხმოცი ფუთი მოსდიოდა, იმას წრეულს ორი- სამი ფუთი მოუვიდა, ისიც დასალევად არ ვარგა. ყურძენი საჭმელადაც არ ვარგა და (ნამეტანმა წვიმებმა დაალპო) ღვინო კარგი საიდან გამოვიდოდა. შინაურ პირუტყვის. საკვებიც არ იქნება საკმაო. ძველ სიმინდს ყველგან მატლი გაუჩნდა. ხალხი მაინც მატლიან სიმინდს ხმარობს საჭმელად, რადგან სხვა არა მოეპოვება რა. ფქვილს რეცხავენ და მერე ღომს აკეთებენ. ერთმანეთს შესჩივიან: რა ვქნათ, რა. ცოდვა გაგვედიდა, მატლიანი სიმინდი უეჭველში რამე ჭიოს გაგვიჩენსო. ახალ სიმინდსა წრეულს. მატლი უჩნდება. წინა წლებში-კი: სიმინდს მატლი მხოლოდ მაისიდან უჩნდებოდა. იწერებოდნენ, გამოსაკვლევად. კაცი გაჰგზავნესო, მაგრამ ეხლაც არაფერი ისმის. აგერ მესამე წელიწადია, რაც მატლი უჩნდება სიმინდს. უთუოდ ამ მატლის მიზეზი იქნება, რომ ყველანი დასუსტებულნი ვართ, არც ერთს კაცის ფერი არა გვაქვს, ზოგს კუჭის ტკივილი -გაგვიჩნდა. გზები. ჩვენში ძალიან გაფუჭებულია. ეტლი და დილიჟანი ძალიანაც რომ გვიჭირდეს, ვერ გაივლის და არც ყოფილა ჯერ ჩვენში, საშა წელიწადზე შეტია. რაც მთავრობამ დაამტკიცა სადილიჟნო გზის გაყვანა ახალი სენაკიდან სოფ. მოიდანახვმდის ეს სოფელი მდებარეობს ახალი სენაკიდან 40 ვერსის მანძილზე. გზა ჩვენი სოფელშიაც გაივლიდა. თუმცა დაამტკიცეს, მაგრამ საქმეს კუს ნაბიჯივით მიდის. ამ გზით ოც სოფელზე მეტი სარგებლობს. ოთხმოცი მოსახლე მარტო თავად-აზნაური იქნება. თავად-აზნაურობას ჯერ გზის კეთებაში არაფერი მონაწილეობა არ მიუღია. ამჟამად ნახევარი გზა, ე. 20 ვერსამდის, გასწორებულია და მიწამოყრილი და ნახევარი კი ღვთის ანაბარადაა მიგდებული. თა. ჩვენში. ახლა დაიწყეს სიმინდის ტეხვა თუ კარგი ამინდი დადგა, ეს მცირე მოსავალიც გაოხრდება. სოფლელი N2288 1903 წელი ლესიჭინეს ისტორია 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ი.ცხადაია სოფელ მუხურის შესახებ 1897 წელი, ივლისი next post მუხური 1924 წელს. You may also like ლესიჭინე — „მოყვარულთა თასი 2026“-ის ჩემპიონია! 30/06/2026 ლესიჭინელი პატარა ფეხბურთელები გასვლითი შეკრებისთვის ემზადებიან 29/07/2025 აკაკი ხორავას მუზეუმი ოჩხომურში 24/07/2025 სოფელ ლესიჭინეს ტოპონიმიკა კრებულის მიხედვით 22/06/2025 ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს 26/04/2024 1966 წელს ბესარიონ ქებურიას ძეგლი გაიხსნა 26/04/2024 1899 წლის ამბები ჩხოროწყუდან. ორკლასიანი სკოლის გახსნა 24/04/2024 სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა 24/04/2024 თეატრალური წარმოდგენა ჩხოროწყუში (1896 წელი) 24/04/2024 მშენებარე ბაღი ლესიჭინეში 31/01/2024