ბუნება და გარემო ჯაგა სიჭინავას ნაამბობი by chkhorotskuge 04/12/2021 written by chkhorotskuge 04/12/2021 3.2K ჯაგა სიჭინავა კოვიდმა შეიწირა. ის 96 წლის ასაკში წავიდა ჩვენთან. ნათელი გონების კაცმა ლარიქსის ხეების შესახებ ისტორია შემოგვინახა. ჯაგა სიჭინავა ლარიქსი, მას ასევე ჭაობის კვიპაროსს უწოდებენ, შემგუებლობითი უნარის შესწავლის შემდეგ ადგილობრივ გარემო პირობებთან, ჩამოტანილიქნა ციმბირიდან და განაშენიანდა როგორც ქარდამცავი ზოლი, ლესიჭინეს მეურნეობის ტერიტორიაზე. მოხდა ისე, რომ შემოდგომაზე ულამაზესად გადაწითლებულ ნარგავებს ზამთარში წიწვები სულ დასცვივდა. მისი ეს განსაკუთრებული გამორჩეულობა სხვა წიწვოვნებისგან საბედისწერო გახდა იმ აგრონომისთვის, რომლის პასუხისმგებლობაც იყო ეს საქმე. წიწვნარს, განსხვავებით სხვა ჯიშებისგან, გარეგნულად სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ. ერთხმად გადაწყდა, რომ გახმა, რის მიზედად დასახელდა ტრანსპორტირებისას ან განაშენიანებისას გაპარული შეცდომა. პირი, ვისაც კოლოსალური თანხის წყალში გადაყრა დაჰბრალდა, დახვრიტეს. განაჩენის სისრულეში მოყვანიდან რამდენიმე თვეში, ნარგავები, გვიან გაზაფხულზე, მწვანით შეიმოსნენ. ეს ბედის ირონიაც იყო და არაპროფესიონალიზმის ბრალიც, რასაც მაშინ არავის პატიობდნენ. რატომ? ადამიანმა, რომელსაც დაევალა ციმბირიდან ჩამოტანილი ნერგების გახარება, იმდენს მიხვდა, რომ დასავლეთის ნესტიანი ჰავა და ნიადაგის შემადგენლობა მოუხდებოდა, წლის განმავლობაში კი ამ უცხო მცენარის ვეგეტაციის უნარი და ციკლი არ შეისწავლა, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა. თუ ეცოდინებოდა, იტყოდა- ვაცალოთ ზაფხულამდე, აყვავდებაო… ჰო და იცოცხლებდაო ბედნიერად მრავალი წელი. რა სამწუხაროა, რომ ასე ნიჭიერი კაცი ასეთმა შეცდომამ იმსხვერპლაო…” ასე ამთავრებდა ამ ამბავს ბატონი ჯაგა. ლესიჭინეს ისტორიახეები 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post შაჰან წურწუმიას სულის მოსახსენებლად ჩხოროწყუში შოთის პური უფასოდ გაიცემოდა next post დავით შენგელია – მომდევნო ხუთშაბათს ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა ! You may also like ლესიჭინე — „მოყვარულთა თასი 2026“-ის ჩემპიონია! 30/06/2026 „კვირა ძელქვებში“-კირცხის ძელქვების უნიკალური კორომი: ბუნება, მეხსიერება და... 04/05/2026 გრიგოლ შენგელია ხაბუმეში აღმოჩენილი სამაროვნის შესახებ 13/10/2025 ვალერიან ახალაია სოფელ ნაფიჩხუს შესახებ 07/10/2025 ლესიჭინელი პატარა ფეხბურთელები გასვლითი შეკრებისთვის ემზადებიან 29/07/2025 აკაკი ხორავას მუზეუმი ოჩხომურში 24/07/2025 ცხრა წყაროს გზა: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გენეზისისა და განვითარების... 09/07/2025 ლეო ცირამუა -მოგონება (იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში... 23/06/2025 სოფელ ლესიჭინეს ტოპონიმიკა კრებულის მიხედვით 22/06/2025 ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს 26/04/2024