ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ქალაქის იერსახის მოწესრიგებისა და გამწვანების ღონისძიებები. სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა ხე-მცენარეების ფორმირება, დეკორატიული ჭრა და კირით შეთეთრება. აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს როგორც ეკოლოგიური მდგრადობის შენარჩუნებას, ისე ქალაქის ესთეტიკური იერსახის გაუმჯობესებას.
ამ მნიშვნელოვანი საქმის უკან დგანან დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენს გარემოზე.