მოგვწერეთ
მთავარი გვერდი » სიახლეები » კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული სახელოვნებო სკოლის სასწავლო პროცესი განახლდა.

კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული სახელოვნებო სკოლის სასწავლო პროცესი განახლდა.

by chkhorotskuge


იმის გამო, რომ კულტურის სახლის რეაბილიტაცია ამ ეტაპზე დასრულებული არ არის, სასწავლო პროცესი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სასახლის უფროსის, ათინა წურწუმიას ინფორმაციით, სწავლების განახლება შესაძლებელი გახდა იმ პირების მხარდაჭერით, რომლებმაც უსასყიდლოდ გადმოსცეს სასწავლო ფართი რეაბილიტაციის დასრულებამდე.

სამსახური მადლობას უხდის ბატონ ლაშა კვარაცხელიას, ქალბატონ ბელა თავართქილაძეს და ბატონ ჯეირან ჭკადუას გაწეული მხარდაჭერისთვის. აღნიშნული დახმარება მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ხელოვანების განათლებისა და შემოქმედებითი განვითარების პროცესისთვის.

ახალი მოსწავლეების მიღება დაიწყება სექტემბრიდან.

You may also like