4.2K დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, კომუნიკაციების კომისიამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. შეხვედრის მთავარი თემები იყო: 📌 მედიაწიგნიერების მნიშვნელობა 📌 ინფორმაციის, მოსაზრებისა და ყალბი ინფორმაციის ტიპების გამიჯვნა 📌 დეზინფორმაციის ტექნიკები და პროპაგანდის ფორმები 📌 კონსპირაციული თეორიების ამოცნობა 📌 ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები პროგრამის მიზანია საჯარო მოხელეთა ინფორმირება და მათი ციფრული უნარების გაძლიერება თანამედროვე გამოწვევების პირობებში. 📍 პროგრამის ფარგლებში ჩხოროწყუში უკვე განხორციელდა: ➡️ 2024 წლის დეკემბერში დაიწყო „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“, რომლის ფარგლებში ჩატარდა სემინარები ჩხოროწყუს სამიზნე დასახლებებში მცხოვრები მეწარმე ქალების ჯგუფებთან.➡️ პროგრამის მიზანია მოქალაქეთა ციფრული ჩართულობის გაზრდა და მედიაწიგნიერების პოპულარიზაცია. 🌐 პროექტის შესახებ: „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ წარმოადგენს Log-in Georgia პროექტის ნაწილს, რომელიც მიმართულია საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდებასა და ციფრული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე. Log-in Georgia ხორციელდება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით. ჩხოროწყუს მერიაციფრული მხარდაჭერის პროგრამა 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ბებოს დღიური next post გიორგი ჯიქია:„ყველაფერი პატარა იდეით და დიდი ენთუზიაზმით დაიწყო ☀️“