ნაფიჩხოვოს უკავია კოლხეთის მთაგორიანი ნაწილი, მდებარეობს მთების მინგარიის და წელამის სამხრეთ კალთაზე.
სოფელს აღმოსავლეთით მარტვილის რაიონნის სოფელი კურზუ, დასავლეთით თაია, სამხრეთით ჭოღა და ნაკიანი ესაზღვრება
ცენტრი ზღვის დონიდან 245 მეტრზე მდებარეობს..
უმაღლესი ადგილია მინგარიის მთის მწვერვალი (2025).
ნაფიჩხოვო წარსულში დადიანების და მათი აზნაურების ფიჩხაიების მფლობელობის ქვეშ იმყოფებოდა.
ადგილი გვიანდელ დასახლებას განეკუთვნება. ფეოდალიზმის ხანაში იგი ტყით იყო დაფარული და ეკუთვნოდა ამ კუთხეში პრივილეგირებულ გვარს-ფიჩხაიებს.
სახელწოდება „ნაფიჩხუ“ ბატონყმობის გაუქმების შემდეგ იხსენიება და მის წარმოქმნასაც ფიჩხაიების გვარს უკავშირებენ. აღნიშნული გვარის ხალხი ამჟამად მხოლოდ 7 კომლითა და 20 მცხოვრებითაა წარმოდგენილი.
სოფელში ყველაზე დიდი გვარია დარსალია, შემდეგ მოდის გოგუა, პაპავა, ლაგვილავა, ბერია, ნაჭყებია, ბერულავა, ქობალია, მორგოშია, საჯაია, ძერია, ლაზარია, გავრცელე ბული გვარებია აგრეთვე თოდუა, “ონია, ცქვიტაია, ჯაგუნავა, ჯაფარი ძე, ჩიქოვანი, ფირცხელავა, ბებია, ჯღარკავა

მიკროტოპონიმებიდან სოფელში ცნობილია გვარის მიხედვით დასახელებული უბნები ლე დარსალე, ლექობალე, ლეგოგუე, ლეპაპე, ლებერიე, ლეშონიე, ლეფიჩხაიე, ლებერულე, შემორჩენილია ნასახლარები —ლეხასუე, ლეჯაფარე, ლეგოგიე ნათოდუ, სადაც დასახელებული გვარის ადამიანები არ ცხოვრობენ
ნაფიჩხოვოს აღმოსავლეთი მხარე, სოფელ კურზუს მოსაზღვრე უბნები იწოდებოდა ომარტედ, რომელიც რელიგიურ და განათლების ცენტრს წარმოადგენდა. სახელი მარტვილის გავლენით უნდა იყოს შერქმეული

მეორე მოსაზრებით აღნიშნულ ტერიტორიაზე სიმინდის კარგი მოს ავალი მოდიოდა და იგი მხოლოდ მარტვილში ითესებოდა. ომარტეში ფიჩხაიების გარდა ბერულავებიც სახლობდნენ, ცენტრში ომარტეს ოხვამე ბერულავების ძირი სალოცავი იყო.
ნაფიჩხოვოს სოფლის მოსახლეობა ადრეულ პერიოდში განსახლებული ყოფილა ძირითადად მთის კალთებზე და გორაკების მაღლობ ადგილებზე, აგრეთვე მდინარისპირა ტერასებზე, რომლებიც თბილ მიკროუბნებს წარმოადგენენ. დასახლებულ ადგილებში ნაპოვნია ბრინჯაოს იარაღები და რკინის მეტალურგიის ნაშთები ზოდების სახით. მიწის სამუშაოების შესრულებისას ლელაგვილეს უბანში ნანახ ქვევრსამარხში აღმოჩნდა ფერადი ქვები. მძივები, და სხვა სახის საიუველირო წარმოების ნიმუშები, მათი ნაწილი ქვევრსამარხთან ერთად დაცულია ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ნაფიჩხოვოს მოსახლეობა უხსოვარი დროიდან მეჯოგეობას მისდევდა და ის ტრადიცია მათ ბოლომდე გამოყვათ. მე19ე საუკუნის დასაწყისამდე საკუთრივ ნაფიჩხოვო ადმინისტრაციულ ერთეულად არაა მოხსენიებული, არც არქანჯელო ლამბერტის რუქაზე ჩანს და დავით დადიანისეულ დაყოფის სიაშიც არაა ადგილი ძირითადად ტყესა და სა ძოვარს წარმოადგენდა. 1859-1960 კამერალური აღწერის ნუსხიდან ირკვევა, რომ ნაფიჩხოვოში 126 კომლი ცხოვრობდა 990 მცხოვრებით. მათ შორის მამაკაცი იყო 574, ქალი416.

ბატონყმობის გაუქმების შემდეგ ნაფიჩხოვოშიც ბატონსა და ყმას შორის ძველებური ურთიერთობა დიღხანს იყო მენარჩუნებული და იგი დადიანებისა და მათი წარმომადგეჩუების სურვილისამებრ იმართებოდა. აზნაურის ოფი ფიჩხაია იყო სამეგრელი, მთავრის უჩა დაღიანის მხლებელი. იგი რუსეთის იმპერატორის კარზე მსახურობდა, სასახლე ჰქონდა ნაფიჩხოვოში, სადაც ხშირი იყო სტუმრობა და წვეულებანი, საპირისპიროდ სოფელში გამეფებული იყო სიღატაკე და უქონლობა, მეტად დაბალი იყო საყოფაცხოვრებო კულტურა,
კაპიტალიზმის განვითარებამ სოფელ ნაფიჩხოვოზეც იქონია გავლენა იწყო განვითარება ვაჭრობამ და აღებ-მიცემობამ, გაჩნდნ ენ სავაჭრო დუქნები. სოფელში მსხვილ ვაჭრებად ითვლებოდნენ ფარნა ნაჭყებია, ალექსი მიქსია. ჯღარკუ ცქვიტაია, ანტონ პაპავა, დავით გოგუა, და სხვები. მათ გარკვეული წვლილი უდევთ ცივილიზაციისა და სოფლად კულტურული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.
ნაფიჩხოვო ერთ-ერთ რევოლუციურად განწყობილ კუთხეს წარმოადგენდა და ღარიბი და უღარ იბესი გლეხობა ბოლშევიკების მხარეზე იდგა. მოსახლეობაში რევოლუციურ იდეებს ავრცელებდნენ და გლეხებს შორის პროპაგანდას ეწეოდნენ ძველი ბოლშევიკები საბა, ბესო, პეტრე, ალე, ილარიონი. ექვთიმე ბერიები, ვასილ ლაგვილავა, ანრი ფონია, ირაკლი ლაშხია (კურზუდან) და სხვები. ჩრდილო კავკასიაში საშა გეგეჭკორის პარტიზანულ რაზმთან ერთად იბრძოდნენ ვასილი და ანდრია ლაგვილავები.
საქართველოში საბჭოთა ხელის უფლების დამყარების პირველსავე დღიდან სოფელში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა, ნაფიჩხოვოში შეიქმნა რევოლუციური კომიტეტი, რომელსაც საბა ბერია ხელმჰღვანელობდა. მიწები ჩამოერთვათ მემამულეებს, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნაწილი საბჭოთა ხელისუფლების დეკრეტების უკმაყოფილო იყო.
ნაფიჩხოველებმაც ერთხელ გაიბრძოლეს 1924 წელს, როცა მთელს საქართველოში დაიწყო აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ მრავალი ნაფიჩხოველი იქნა დაპატიმრებული, ხოლო მათი მეთაურები პროფი და მიხა ფიჩხაიები დახვრეტილ იქნენ.
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკისა და საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში ნაფიჩხოვო ზუგდიდის მაზრის შემადგენლობაში შედიოდა, 1920 წელს შეიქმნა ნაფიჩხოვოს თემი, ხოლო 1921 წლის დეკემბერში ჩატარებული საბჭოების არჩევნების შემ დეგ ჩამოყალიბდა სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი, მისი პირველი თავმჯდომარე საბა ბერია იყო, შემდგომ წლებში სა სოფლო საბჭოს აღმსკომის თავმჯდომარეებად მუშაობდნენ პეტრე დარსალია,ასილ ლაგვილავა. ათანასე ფიჩხაია, მალაქია გოგუა. დურუ შენგელია, ნიკოლოზ ლაგვილავა, ბაგრატ პაპავა, გრიგოლ ბერია, ვარლამ ფაცაცია, იოსებ პაპავა, რაფიელ ფიჩხაია, 1991 წლიდან მმართველობის საბჭოური ფორმა ადგილობრივი მმართველობის გამგეობით შეიცვალა და სოფლის გამგებლებად იმუშავეს მურმან ვახანიამ და ბაბუჩი დარსალიამ. 1994 წლიდან გამგებელია რაფიელ ფიჩხაია.
ნაფიჩხოვოში წარმატებით განხორციელდა სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის კურსი. 1930 წლიდან სოფელში მიწის საზოგადოებრივად დამმუშავებელი მრავალი ამხანაგობა შეიქმნა. მათი სახელწოდება იყო „მებრძოლი” „შეგნება“, „პირველი სხივი., „დამკვრელი“, „სახიოდოშარა” „საუჯგუშო შარა” „ახალი შარა“, „ხაბარდა“ და სხვა. 1932 წლისათვის ისინი კოლმეურნეობებად გარდაიქმნენ.
აღნიშნულ პერიოდში კოლექტიური შრომის ინიციატორები და პირველი თავმჯდომარეები იყვნენ: გერასიმე ბერია, თედორე, ილია, ანტო, ნიკო, ლაგვილავები, ივანე ფიჩხაია, კოსტა, თემუ პაპავები, ესტატე დარსალია, მათ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ჩაის პლანტაციის გაშენების საქმეში.
1933 წელს მოხდა წვრილ კოლექტიურ მეურნეობათა გაერთიანება და მათ ბაზაზე სოფელში ჩამოყალიბდა სამი საკმაოდ ძლიერი კოლმეურნეობა სოფლის ცენტრის, კიროვისა და ვო.როშილოვის სახელობის. ამ დრო ისათვის ნაფიჩხოველი გლეხობის გაერთიანებული 90 პროცენტი იყო კოლმეურნეობებში.
კოლმეურნეობები თანდათანობით გაძლიერდნენ ეკონომიკურად, განმტკიცდნენ ორგანიზაციულად, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მათ თავმჯდომარეებსლევან შონიას, ბაგრატი დარსალიას, ბესარიონ, ილა პაპავებს, ნიკოლოზ, გრიშა, ვასილ ლაგვილავებს, გრიშა, იასონ, ექვთიმე ბერიებს. მაქსიმე ჯალაღონიას, ვარლამ ფაცაციას, გრიგოლ დარსალიას, ათანასე ფიჩხაიას, შალვა ბე ბიას, კოსტა პაპავას, ნაფიჩხოველებმა 1954 წლის დასაწყისში სოფლის სამივე კოლმეურნეობა ერთ ძლიერ. კოლმეურნეობად გააერთიანეს და მას კარლ მარქსის სახელი უწოდეს, თავმჯდომარედ კირცხელი, ომგადახდილი ვაჟკაცი დოროთე ჯიქია აირჩიეს. მის შემდეგ სხვადასხვა დროს თავმჯდომარეებად იმუშავეს გრიშა ახალაიამ, სამსონ კვირკველიამ, კირუში პაპავამ, გენო შენგელიამ. როინ გოგუამ.
განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში, როცა აშენდა ოცინდალეს ეკლესია და ახლო-მახლო ტერიტორიებზე საყდრები, სამლოცველოები, ფართოდ გავრცელდა და გამტკიცდა ქრისტიანული სჯული, სოფელში გამოჩნდნენ წერა-კითხეის მცოდნე სასულიერო პირები უპირატესად მაღალი წოდებიდან გამოსულნი. წერა-კითხვის სწავლება მიმდინარეობდა ეკლესიებში, მღვდლებთან. ან თავადთა და წარჩინებულ აზნაურთა ოჯახებში, მე-19-ე საუკუნის მეორე ნახევარში ნაფიჩხოვოში ცხოვრობდა აზნაურ მატი ფიჩხაია, რომელიც განათლებული პიროვნება იყო და სოფლის მთელი მო სახლეობა მასთან დადიოდა, რათა დაეწერათ თხოვნა, განცხადება ან წაეკითხვინებინათ მიღებული წეროლი. შემდეგ სოფლის გლეხობაშიც გამოჩნდნენ ნიჭიერები, რომლებმაც ისწავლეს წერაკითსხვას და ითვლებოდნენ მის მცოდნედ.
ნაფიჩხოვოს მოევლინა კურზუნაფიჩხოვოს სამრევლოს მღვდელი, დეკანოზი დიმიტრი ბერულავა, რომელმაც პირადი ინიციატივით თავისივე სახლი გახსნა სკოლა. მოწვეულ მასწავლებლებთან ერთად პირველი მასწავლებელი იყო თვითონ
მან წიგნები და სხვადასხვა ნივთები შეუძინა ბავშვებს, შემდეგ შეიძინა ხის შენობა და დადგა მედანის ეკლესიის ახლო ადგილას. ეს სკოლა,რომელიც დაფუძნდა მეორე ომარტეს დაწყებით სკოლად, შემდეგში დაშალეს და ნაფიჩხოვოს საშუალო სკოლას შე-უერთეს. ასე ჩაეყარა საფუძველი პირველ სკოლას რომელიც ჯერ საეკლესიო-სამრევლო სკოლა იყო, შემდგომში ისეევ დიმიტრი ბერულავას მზრუნველობით სამისიონერო სკოლად გადაკეთდა. სკოლაში გარდა საღვთო რჯულისა და ღვთისმეტყველებისა, ასწავლიდნენ გრამატიკას. არითმეტიკას, ქართულ და რუსულ ენებს. გასაბჭოებამდე სკოლაში მუშაობდნენ ერუდირებული მასწავლებლები აკაკი ფიჩხაია, თედო ესართია, ნადია მჟავანაძე, ფედოსია ესართია და სხვები.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ნაფიჩხოვოში სწავლა-განათლების საქმეს სათავეში ჩაუდგა აკაკი ფიჩხაია, რომელიც შემდგომში სამაზრო განათლების განყოფილების გამგე გახდა მან სოფელში გახსნა შვიდწლიანი სკოლა, რომელიც კოლექტივიზაციის პერიოდში კოლმეურნე ახალგაზრდობის შვიდწლიან სკოლად გადაკეთდა. სკოლის შენობა, რომელსაც მიუშენდა ოთახები 1967 წლამდე ფუნქციონირებდა. ამ წელს საკოლმეურნეო სახსრებით აგებული დღევანდელი სკოლა შევიდა ექსპლოატაციაში. მას 1972-1973 წლებში კვლავ მიუშენდა 8 საკლასო ოთახი და სპორტული დარბაზი. 1931 წლიდან შვიდწლიან სკოლას სათავეში ჩაუდგა ლავრენტი ფირცხელავა, რომელიც ისაკ ნაჭყებიამ შეცვალა. 1937 წელს ნაფიჩხოვოში გაიხსნა საშუალო სკოლა და მისი პირველი დირექტორი იყო ვარლამ ჩიქოვანი. 1941 წელს დირექ
ტორად დაინიშნა იაკიმე ბერია, იგი მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით გაწვეულ იქნა არმიაში და ომის დამთავრებისთანავე ისევ დაუბრუნდა სკოლას დირექტორად. 1947 წლიდან სკოლის დირექტორებად სხვადასხვა დო ოს მუშაობდნენ ბაგრატ ჩალიგავა, აკაკი ფაცაცია, დომენტი ქობალია, გრიგოლ პაპავა, ილია ახ. ალაია, გრიშა შენგელია, დანიელ ცქვიტაია, ალექსანდრე კირუშა პაპავა, შალვა ფირცხელავა, ნიკოლოზ გოგუა, როინ თოდუა, კარლო ცქვიტაია, 1980 წლიდან დირექტორია გიგლა პაპავა. მას მინიჭებული აქვს უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის წოდება, კირუშა პაპავას პირადი ინიციატივითა და ძალისხმევით დაიწერა ნაფიჩხოვოს საშუალო სკოლის ისტორია. სკოლაში მუშაობდნენ რესპუბლიკაში ცნობილი პადაგოგები; პარასკევა ჩარგაზია, ვარლამ, დურმიშხან ნაჭყებიები, ინდიკო პაპავა, ვახტანგ ბერია, ტერენტი. ლაგვილავა. მურომან ვახანია, ბონდო ფიჩხაია, ვალო, თალიკო, ტარასი დარსალიები. ნიკოლოზ ლაგვილავა, ვლადიმერ ჩიტაია, მიხეილ თოდუა. თათუშა შელია ვლადიმერ, ირო დიონ გოგუები, ეთერ ქუცურუა, კლარა ჯიქია, ნუცა თოლორდავა, გრიშა დიხამინჯია, ლოთია გოგუა და სხვები. დასახელებულთა ერთი ნაწილი დღესაც აგრძელებს ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას.
ლედარსალეში თავიდან ოთხწლიანი სკოლა იყო გახსნილი, 1935 წელს მის გამგედ დაინიშნა ლავრენტი დარსალია.შემდგომში სკოლა შვიდწლიანი გახდა ამჟამად იგი არასრული საშუალო სკოლაა და სხვადასხვა დროს მისი დირექტორები იყვნენ: ნიკოლოზ გოგუა, იზა პაპავა, ვახტანგ ბერია, გიგლა პაპავა, ამჟამად დირექტორად ნესტორ დარსალია მუშაობს.
ნაფიჩხოვოს სკოლებში ათასობით ახალგაზრდას უსწავლია. კურსდამთავრებულთაგან სოფელში სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის მრავალი სპეციალისტი აგრონომი. ინჟინერი ექიმი, პედაგოგი მუშაობს. სოფელი ამაყობს პროფესორ ველოდი დარსალიას, დოცენტ იური პაპავას, ინჟინერ გივი დარსალიას მიღწევებით მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების საქმეში.
სოფელში მრავალი კულტსაგანმანათებლო დაწესებულება ფუნქციონირებს. პირველი ქოხსამკითხველო აქ 1931 წელს გაიხსნა, ხოლო 1933 წელს კლუბის შენობა იქნა აგებული, რომელიც სასოფლო კლუბი გახდა და მის გამგეებად მუშაობდნენ ივანე დარსალია. ივანე ბერია, დუშა ბერულავა. 1974 წელს ექსპლოატაციაში შევიდა კულტურის სახლი, რომელსაც დღემდე სათავეში ალიოშა ქომეთიანი უდგას. ნაფიჩხოვოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს, ვოკალურ ჯგუფებს და მუსიკალურ ოჯახებს მრავალგზის აქვთ მოპოვებული რესპუბლიკური და რაიონული ფესტივალების ლაურეატის წოდება. კულტურულ ცხოვრებაში გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი ბიბლიოთეკის გამგეებს მარო და ბაბუცა დარსალიებს, ლენა ბერიას, ივნონა გახარიას, ტატიანა ქექვაბიძეს, ინეზა საჯაიას, მათიკო იოდუას, თალიკო ლაგვილავას, თაღიკო შონიას.
წარსულში ერთი ფერშლის ამ დღეს არა დარჩენილ სიფელში დღეს სამედიცინო დაწესებულებათა ჭარბი ქსელია. მოსახლეობის სამსახურშია სამედიცინო უბნები, საფერშლო-საბებიო პუნქტები, სოფლის საავადმყოფო, მცხოვრებნი კმაყოფილებას გამოთქვამენ ექიმების, ოლიფანტე ქობალიას, გურამ ცქვიტაიას და სხვათა უანგარო სამსახურით, ასევე საშუალო-სამედიცინო პერსონალის — რიმა ვარდოსანიძის, ოლია ჭანტურაძის, ლიდია ჩიქოვანის, ნათელა ზარქუას, ეთერ გვაძაბიას და სხვათა მიერ ჯანმრთელობის დაცვის საქმეში გაწეული მუშაობით.
რაიონის სოფლებიდან აფთიაქი ერთ-ერთი პირველი იყო ნაფიჩოვოში, რომელიც სულიკო ცქვიტაიას ინიციატივით გაიხსნა, მახ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ფარმაცევტის კეთილშობილურ საქმეს მოახმარა. დაუვიწყირია აგრეთვე ფარმაცევტ მირო ლაგვილავას წვლილიც.
დიდ სამამულო ომში 400-ზე მეტი ნაფიხოველი ვაჟკაცი მონაწილეობდა, მათგან 185 ვერ დაუმბრუნდა მშობლიურ კერას, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად სოფლის ცენტრში ხეივანია გაშენებული. მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე მამაცური ბრძოლით სახელი გაითქვეს: შალიკო, ილუშა, ვლადიმერ, ნიკოლოზ, ლადიკო, პავლე, ჟორჟი, სოგრატ გოგუებმა, ვლადიმერ, შალვა, ვარლამ, ვალოდია, ივანე, იოსებ. კალისტრატე, ვანიკო, ვანო, ლუშა დარსალიებმა პროფი გრიგო, მიხა, კოსტა ბერიებმა. ერადი, ვანო, მელიტონ,იოსებ, კოლია, სარა, გუია, ბაგრატ პაპავებმა, ვანო, მიხა, იოსებ. ხოთო, ტარასი. კოლია. გრიშა ლაგვილავებმა.
ბაგრატ ქ ობალიამ, ჟორა ცქვიტაიამ, ვარლამ ფაცაციამ, რიმა ვარდოსანიძემ. ოლია ჭანტურიძემ, ბადურა, მიშა. გრიგოლ, პილა თოდუებმა, შალვა. რუშა ბერულავებმა და მრავალმა სხვამ, რომლებმაც საბრძოლო ორდენები და მედლები დაიმსახურეს.
30-იანი წლების რეპრესიებს ვერც ნაფიჩხოვო გადაურჩა, დააპატიმრეს და შორეულ მხარეში სხვადასხვა ვადით გადაასახლეს კონსტანტინე ბენდელიანი, ალექსი ნესტორი, ვარლამ გოგუები. ტერენტი, ილია, ტარასი. ვარლამ დარსალიები, თევდორე, მიხა ლაგვილავები, გრიგოლ, ამბაკო, იოია, პეტრე ნაჭყებიები, ვალე, ის-ლამი, ნიკო პაპავები, კვიროსი ფიჩხაია. 50-იანი წლების რეპრესიებში მოყვნენ თომა ბერიას, ალექსანდრე დარსალიას და მავრა მოლაშხიას ოჯახები.
სოფელმა თანდათანობით მოიშუშა რეპრესიებისა ომიანობის შედეგად მიყენებული ჭრილობები. ომის შემდგომ და განსაკუთრებით 70-80-იან წლებში აყვავდა, გაძლიერდა და კიდევ უფრო გალამაზდა ბუნების მშვენიერებით თავისთავად შემკული ნაფიჩხოვო. ეკონომიკური ძლიერების ძირითადი წყარო მეჩაიეობა იყო, 1982 წელს აქ მოიკრიფა 2900, ხოლო 1986 წელს კი 3133 ტონა ხარისხოვანი ჩაის ფოთოლი, რომელიც მთლიანად კოლმეურნეობის მიერ საკუთარი სახსრებით აშენებულმა ჩაის ფაბრიკამ გადაამუშავა. 1986 წელს სიმინდის სა შუალო საჰექტარო მოსავლიანობამ 10 ტონას გადააჭარბა. 1981 წელს წარმოებულ იქნა 307, ხოლო 1986 წელს 395 ტონა რძე.
კოლმეურნეობის საერთო ფულადი შემოსავალი 1981 წელს იყო 3049570 მანეთი, 1986 წელს მან 4 მილიონს გადააჭარბა. ერთი კაცდღის ღირებულება 1981 წელს იყო 10,52, ხოლო 1986 წელს 14 მანეთი, ნაფიჩხოველები პატივისცემით ეკიდებიან სოფლის მეურნეობის მოწინავე ადამიანებს — მეჩაიეებს: შუშანიკა ხასიას, თათუშა გოგუას, ქორდიკო, იფული, დომნიკა, სულიკო, ლიზა დარსალიებს, შურა ტყებუჩავას, ვენერა ქობალიას, ვენერა ბერიას, ოლია ფიჩხაიას, მესიმინდეებს: მაქსიმე ლაგვილავას, შოთა, გიგიშა, ოთარ, გოგია დარსალიებს, ნოდარ პაპავას, ქუჩა ცქვიტაიას, ბაგრატ ცაავას, მეცხოველეებს: ხუხუტი, ერადი, რადიონ პაპავებს, გრიგ ქობალიას, ოლ გოგუას, ისლამ იაკობ, თადაოზ, ისაკი, სპირდონ; ალექსანდრე დარსალიებს და მრავალ სხვას.
80-იან წლებში მოპოვებული წარმატებები დაკავშირებულია კოლმეურნეობის გამგეობის და მისი თავმჯდომარის როინ გოგუას ორგანიზატორულ საქმიანობასთან. მნიშვნელოვანია აგრეთვე სოფის ადგილობრივი მმართველობის გამგეობისა და გამგებლის რაფიელ ფიჩხაიას წვლილიც, რომელიც აღრე წლების განმავლობაში. სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე იყო. სოფელს ზრუნვასა და ყურადღებას არ აკლებენ უშიშროების რაიონული განყოფ”ლების უფროსი გოდერძი ლაგვილავა
კავშირგაბმულობის, რაიონული კვანძის უფროსი თენგიზ ლაგვილავა, ადგილობრივი მმართთველობის რაიონული გამგეობის განყოფილებათა გამგეები ხვიჩა ლაგვილავა, აჩიკო ქობალია, დაზმიო დარსალია, აგრონომები გალაქტიონ საჯაია. ნიკოლოზ დარსალია და სხვა ძირძველი ნაფიჩხოველები რომლებიც სოფლის ფარგლებს გარეთ მუშაობენ..
ტიტანურ შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. იგი დაეტყო სოფლის კეთილდღეობას. ცენტრი კეთილმოწყობილ დაბას დაემსგავსა, იცვალა სახე ლედარსალემ და სოფლის სხვა უბნებმა. სოფლის მშვენებაა საშუალო და არასრული საშუალო სკოლების ტიპიური შენობები, საბავშვო ბაგაბაღები, საავადმყოფო, უნივერსალური და სავაჭრო მაღაზიები. საყოფაცხოვრებო მომსახურები კომბინატი, კულტურის სახლი, კო უბები და ბიბლიოთეკები, წყალსადენი, ლამპიონები, კეთილმოწყობილი გზები.
ნაფიჩხოვო თანდათანობით ძლი ევს სამოქალაქო ომისა და ნგრევის შედეგად გამოწვეულ სიძნე ლეებს, წარმატებით განხორციელდა ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამოქმედდა ჩაის ფაბრიკა, რეფორმის განხორციელების შედეგად მიწა მოსახლეობის პირად საკუთრებად იქცა. საიდანაც მეპატრონეები სიმინდის, ლობიოს, სოიას ბოსტნეული კულტურების უხვ მოსავა. ლს ღებულობენ, სწრაფი ტემპით ვითარდება მეცხოველეობა. დღეს ნაფიჩხოვო თანამედროვე ცხოვრებით სუნთქავს და უკეთესი მერმისისათვის იღვწის.
ვალერიან ახალაია,
Have any thoughts?
Share your reaction or leave a quick response — we’d love to hear what you think!