ბასა სიჭინავას აბრეშუმსახვევი საწარმო სოფელ ლესიჭინეში

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

მეაბრეშუმეობას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი  ისტორია აქვს. აბრეშუმის პარკისგან მიღებულ ძაფს სხვადასხვა სახის ქსოვილის დასამზადებლად იყენებდნენ. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებიდან არსდება აბრეშუმის სახვევი  საწარმოები. 1860 წელს სოფელ ლესიჭინეში სამთავრო გლეხ ბასა  ქაიხოსროს ძე სიჭინავას ბერძენ მარკოპულოსთან ერთად  დაუარსებია  აბრეშუმსახვევი ფაბრიკა.

ბასა სიჭინავას მაგიდა ჩხოროწყუს მუზეუმში

მანამდე ის რამდენიმე წლის განმავლობაში აბრეშუმის პარკით ვაჭრობდა. საწარმოში მუშაობდა 40 დაზგა, რომლებსაც ხელით ამოძრავებდნენ, აქ დამზადებულ 50-დე ფუთ აბრეშუმს მრეწველი აგზავნიდა მარსელში. მეცხრამეტე საუკუნის 70-ნ წლებში ბასა სიჭინავას წარმოება გაუფართოებია. 80-ნი წლებისთვის ამ საწარმოს გააჩნდა 32 თითისტარი, 4 ღუმელი, 32 დაზგა, რომელსაც ამოძრავებდა ორთქლის მანქანა , ჰქონდა 8 ორთქლის ქვაბი. აქ მუშაობდა 70-დე მუშა. საწარმო ყოველწლიურად ბაზარს 130-150-დე ფუთ აბრეშუმს აწვდიდა., რომლის ღირებულება 10 000 მანეთამდე  იყო. პროდუქცია მარსელსა და  ლიონში იყიდებოდა. აბრეშუმის წარმოების კრიზისის წლებში  ბ.სიჭინავა აბრეშუმის პარკით ვაჭრობდა.

 ბასა სიჭინავას საწარმოში დამზადებული აბრეშუმი მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. გაზეთ „კავკაზის“ ცნობით 1882 წელს მოსკოვში ჩატარებულ რუსეთის სამრეწველო გამოფენაზე სქართველოდან ერთადერთ ბასა სიჭინავას მიუღია  ვერცხლის მედალი საუკეთესო ხარისხის  ორთქლის აბრეშუმსახვევი ფაბრიკის მოწყობისთვის.  „კავკაზსკი კალენდარი“ 1885 წლის ცნობით, ქუთაისის გუბერნიის ფაბრიკა-ქარხნებიდან განსაკუთრებით საყურადღებოდ აბრეშუმსახვევი ფაბრიკას მიიჩნევს ლესიჭინეში

1887 წელს ევროპული წესით გამართულ აბრეშუმსახვევი ფაბრიკებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ ხარკოვის სრულიად რუსეთის სასოფლო-სამეურნეო გამოფენაში იყო ბასა სიჭინავაც, როგორც კავკასიის სოფლის მეურნეობის შრომებშია აღნიშნული . მას აქ წარმოდგენილი აბრეშუმის პარკის , აბრეშუმის ძაფების და აბრეშუმისგან ნაქსოვი „დარაისთვის“ ქების სიგელი მიუღია.

დიდი ხნის განმავლობაში ბასა სიჭინავას ფაბრიკა ერთადერთი იყო დასავლეთ საქართველოში. მის საქმიანობაზე იწერებოდა  იმდროინდელ ქართულ და უცხოურ  გამოცემებში. ამ საწარმომ  90- ნ წლებამდე იარსება 1893 წელს ფაბრიკა დაიწვა. გადარჩა მხოლოდ რამდენიმე ნაგებობა. ფაბრიკის ისტორიაზე , მიღწევებზე და მომავალზე , ბასა სიჭინავას საქმიანობაზ მოგვითხრობს ლეესიჭინეში ჩასული გ.ნ ტარაინოვი. 1894 წელს გამოცემულ კრებულში: კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის შრომები ტ მეშვიდე. .

ბასა სიჭინავამ განაგრძო აბრეშუმის პარკით ვაჭრობა . ის უცხოეთიდან  იწერდა მაღალხარისხოვან აბრეშუმის თესლს და ურიგებდა სოფლების: ლესიჭინეს, ახუთის, ჩხროწყუს და ჭაქვანჯის მოსახლეობას. შემდეგ კი თვითონ ყიდულობდა პარკს, ამობდა, ახარისხებდა, და აგზავნიდა საზღვარგარეთ. ის აპირებდა წარმოების აღორძინებას . აბრეშუმის პარკი მოყავდათ ლესიჭინეს და ახლომდებარე სკოლებშიც. ბასა სიჭინავა ეწეოდა ქველმოქმედებას ის წლების მანძილზე იყო ლესიჭინის სკოლის მზრუნველი, ეხმარებოდა  კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას.  მან 1887 წელს, გაზეთ „ცისკარში“ გამოაქვეყნა საყურადღებო წერილი სამეგრელოში მევენახეობის პრობლემებზე. ბასა სიჭინავა გარდაიცვალა 1897 წელს . მის მიერ დაწყებული საქმე გააგრძელეს მისმა შვილებმა სიმონ ბასას ძე სიჭინავა 1897 წელს საფრანგეთში  მეაბრეშუმეობის საქმის შესასწავლად  წასულა, სადაც 2 წელი დაუყვია

1899 წელს ილია ჭავჭავაძისეული „ივერია „ ვრცელ წერილს აქვეყნებს ლესიჭინეს სააბრეშუმო ფაბრიკაზე. აღნიშნულია, რომ ბ.სიჭინავას შვილები მხნედ შესდგომიან აბრეშუმის ხელობას , უფრო გაუფართოებიათ და გაუმჯობესებიათ აბრეშუმის წარმოება. ისინი პასტერის მეთოდით მომზადებულ სხვადასხვა ფირმებს საუკეთესო აბრეშუმის თესლს ურიგებდნენ მოსხლეობას და კარგ მასალას ურიგებდნენ მოსახლეობას და კარგ მოსავალსაც ღებულობდნენ.

„ივერიის“ ცნობით „ძმათა სიჭინავებს“ აქვთ ყოველი მოწყობილობა პარკისთვის, პარკის საწყობი ოთხი  ვეებერთელა შენობა, 2 მანქანა პარკში პეპლების გამოსარჩობად დაქირავებული ყავთ 60-დე სოფლის გოგო, რომე, რომელნიც არჩევენ პარკებს ხარისხიანად , შემდეგ ფერადებად , მზიან  დაქარიან დღეებში გამოაქვთ საწყობიდან გარეთ მინდორზე გასახმობად“

ბასა სიჭინავას მემკვიდრეები საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებამდე აგრძელებდნენ აბრეშუმის პარკით ვაჭრობას

 ანზორ სიჭინავა

ბასა სიჭინავა პუბლიცისტის ამპლუაში

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00