CHKHOROTSKU.GE

არქეოლოგიური გათხრები მუხურში. სამი ქვევრსამარხი

ავტორი chkhorotskuge

2009 წლის აგვისტოში ნოქალაქევის არქეოლოგიური ექსპედიციის ჩხოროწყუს რაზმმა მცირემაშტაბიანი გათხრები აწარმოა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში, სადაც მეოცე საუკუნის 80-ნ წლებში გზის გაყვანისას ქვევრების კონტურები გამოჩნდა. 

ექსპედიციაში მონაწილეობას იღებდა 8 ადამიანი ( დ.დომიტაშვილი- ექსპედიციის ხელმძღვანელი, ნ.ქებულაძე, -რესტავრატორი,; ნ.მურღულია- არქეოლოგი; სტუდენტები-შ.ხეცურიანი, ა.თვარაძე, ზ. გიორგაძე, ნ. ჩხარტიშვილი და ს. ჯამბურია .)

ქვევრები მოქცეულია ორ ბაღს შორის ამავალ საფეხმავლო გზებზე ( სიგანე 5 მ) იქიდან გამომდინარე , რომ აღნიშნული ტერიტორია შეუსწავლელი იყო, ერთი მთლიანი დღე სამუშაო დღე დაეთმო ნულოვანი ნიშნულის დაფიქსირებას და დროებითი ნიშნულების გადმოტანას. ნიშნულისთვის გამოვიყენეთ ქვევრებიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 105 მეტრში მდებარე კლდის ფრაგმენტი და ნიველილირის საშუალებით ქვევრების სიახლოვეს ჩამოვიტანეთ 2 ნიშნული: 1. სამხრეთ ღობის ერთ-ერთ სარზე – 27 მ; და 2. ჩრდილოეთ ღობის ერთ-ერთ სარზე -30 მ. ქვევრების ზუსტი მდებარეობის დასადგენად და დასაფიქსირებლად გაკეთდა ვირტუალური თხრილი ზომებით 7 მ . 16 -მ თხრილის კვადრატის შესაკვრელად მისი ჩრდილოეთ კიდე მოექცა ჩრდილოეთ ბაღის შიგნით . თხრილის კოორდინატებია სამხრეთ-დასავლეთით 100/200 სამხ-აღმ.: 11/22, ჩრდ-დას: 100/207 ჩრდ-აღმ: 116-2017 ბ.

როგირც უკვე აღინიშნა , საკვლევ ტერიტორიაზე გამოიკვეთა  3 ქვევრი , რომლებიც ელინისტური პერიოდის ქვესამარხებს წარმოადგენდა. სამწუხაროდ სამივე მათგანი გაძარცვული აღმოჩნდა იქ ჩატარებული უკანონო  არქეოლოგიური გათხრების გამო. როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან მოძიებული ინფორმაციით დგინდება, იმ პერიოდში  ერთ-ერთ ქვევრში გამოვლენილა საყურე რგოლი, რომლის ამჟამინდელი ადგილმდებარეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არა არსებობს.

სამწუხაროა, რომ როგორც შემდგომ შევიტყვეთ სამუშაოები ყოველგვარი ნებართვის გარეშე ჩაუტარებია პროფესიონალ არქეოლოგს , რაც დღეს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. 

წარმოგიდგენთ , სამივე ქვესამარხის დეტალურ აღწერილობას :

ქვესამარხი #1 – წარმoადგენს ელინისტური პერიოდის ქვესამარხს . კონტექსტის ნომრებია ჭრილი -{100} ნაყარი- {100} ქვევრი ვერტიკალურად იყო ჩადებული მიწაში , პირით ქვემოთკენ , შემორჩენილი იყო ქვევრის მხოლოდ ზედა ნაწილი. მისი ქვედა ნახევარი დაიკარგა ამ უბანში გზის გაყვანის დროს . ძლიერ დაზიანებულ ქვევრს ტანის დაახლოებით შუა ნაწილში შემოუყვებოდა ერთი ჰორიზონტალური , სწორხაზოვანი ბზარი , რაც გვაფიქრებინებს , რომ მიცვალებულის ჩასვენებისთვის ქვევრი გამიზნულად იყო გაჭრილი შუაზე., ქვევრის პირი გარეთკენ იყო გადახრილი . გამომდინარე იქიდან , რომ შემორჩენილია მხოლოდ ზედა ნახევარი , ძნელი  გახდა  რაიმეს თქმა მისი ძირის ფორმის შესახებ. 

ბ) ქვესამარხი #1  ქვესამარხში ჩონჩხი არ შემორჩენილა . სავარაუდოა, რომ მიცვალებული ესვენა მოკრუნჩხულ მდებარეობაში . ემბბრიონის ფორმაში თავით ქვევრის პირისკენ , ანუ ქვემოთკენ . ამის უფლებას გვაძლევს ელინისტური ტრადიციის მიცვალებულის დაკრძალვის ტრადიცია

პირველი ქვესამარხის გეგმა

  გ) ქვესამარხი #2 – კონტექსტის ნომრებია  ჭრილი -{102} , ნაყარი -{103}  შემორჩენილი იყო მხოლოდ ქვევრის ქვედა ნაწილი . მთელი ჭურჭლის დაახლოებით ნახევარი ( ზომები ძირის დ-20 სმ პ-9სმ ) გაძარცვის გამო მასშ რაიმე ინვენტარი ან ჩონჩხი არ აღმოჩენილა. ქვევრის ზედა ტანის დაკარგვის გამო ძნელი გახდა მისი პირის ფორმის დადგენა . შიდა მხრიდან ქვევრი თანაბრად ვიწროვდებოდა ძირისაკენ და მომრგვალებულად სრულდებოდა.  ქვევრის შემორჩენილი ტანი ძლიერ არის დაბზარული. (ტაბ.3) 

მეორე ქვესამარხის გეგმა

ქვესამარხი #3  კონტექსტის ნომერი , ჭრილი -{104 }  ნაყარი – {105} შემორჩენილი იყო  ქვევრის ქვედა ნაწილი ( ზომები ძირის დ-20 სმ )  ხოლო მისი ზედა ნაწილი მოიშალა გზის გაყვანის დროს  ქვევრი ძლიერ იყო დაზიანებული და ემჩნეოდა მრავალჯერადი ბზარები , ფოტოფიქსაციის, ჩახაზვისა და დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ  ქვევრი დატოვებულ იქნა მიწაში, რათა ამოღებისას  არ დაზიანებულიყო. 

მესამე ქვესამარხის გეგმა

გამომდინარე იქიდან , რომ სამივე სამარხი 15 წლის წინ  გაიძარცვა, საფიქრებელია , რომ ნაყარი მათი გაძარცვის დროს  და ხელახალი ამოვსების შედეგი იყოს. . შესაბამისად მის შიგნით არსებული კერამიკა, ნატეხები  საწყის მდგომარეობაში არ იყო. როგორც ავღნიშნეთ, ქვევრები სამარხებს მიეკუთვნება  და ტერიტორია სავარაუდოდ სამაროვანს წარმოადგენს. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს არსებული რთული რელიეფი., სადაც მარნისთვის  ან სხვა  სამეურნეო დანიშნულებისთვის ქვევრების გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა

ავტორები: დავით ლომიტაშვილი, ნინო ქებულაძე, ნიკოლოზ მურღულია, ანა თვარაძე

გამოქვეყნებულია ისტორიული მუზეუმის სამეცნიერო-შემოქმედებით ჟურნალ “მოამბეში”

2012 წელი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00