მთავარი გვერდი » სიახლეები » ჩხოროწყუში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ჩხოროწყუში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

by chkhorotskuge
0 comments

დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, კომუნიკაციების კომისიამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.

შეხვედრის მთავარი თემები იყო:

  • 📌 მედიაწიგნიერების მნიშვნელობა
  • 📌 ინფორმაციის, მოსაზრებისა და ყალბი ინფორმაციის ტიპების გამიჯვნა
  • 📌 დეზინფორმაციის ტექნიკები და პროპაგანდის ფორმები
  • 📌 კონსპირაციული თეორიების ამოცნობა
  • 📌 ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები

პროგრამის მიზანია საჯარო მოხელეთა ინფორმირება და მათი ციფრული უნარების გაძლიერება თანამედროვე გამოწვევების პირობებში.

ჩხოროწყუში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

📍 პროგრამის ფარგლებში ჩხოროწყუში უკვე განხორციელდა:

➡️ 2024 წლის დეკემბერში დაიწყო „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“, რომლის ფარგლებში ჩატარდა სემინარები ჩხოროწყუს სამიზნე დასახლებებში მცხოვრები მეწარმე ქალების ჯგუფებთან.
➡️ პროგრამის მიზანია მოქალაქეთა ციფრული ჩართულობის გაზრდა და მედიაწიგნიერების პოპულარიზაცია.

banner
ჩხოროწყუში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

🌐 პროექტის შესახებ:

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ წარმოადგენს Log-in Georgia პროექტის ნაწილს, რომელიც მიმართულია საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდებასა და ციფრული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე.

Log-in Georgia ხორციელდება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით.

You may also like

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00