სიახლეები პროექტი “საგანგებო მდგომარეობა” by chkhorotskuge 26/01/2023 written by chkhorotskuge 26/01/2023 1.1K ასე ჰქვია კიდევ ერთ პროექტს, რომელიც რამინ დიხამინჯიას სახელობის სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ განახორციელა და რომელშიც სკოლის 90-მდე მოსწავლე და რამდენიმე პედაგოგი იყო ჩართული; პროექტის ფარგლებში შედგა მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების სამუშაო შეხვედრა, სადაც შეიმუშავეს კითხვარი ანკეტებისთვის; სწორედ ამ ანკეტებით ჩატარდა გამოკითხვა ქალაქის ქუჩებში და სკოლაში, შედეგად გამოიკვეთა ის საკითხები, რომელზეც უნდა გამახვილებულიყო ყურადღება პროექტის განხორციელებისას; კერძოდ, რა არის მიწისძვრა და რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა, რა საშიშროებაა მოსალოდნელი მიწისძვრის დროს, უსაფრთხოების რა წესები უნდა დაიცვას თითოეულმა ჩვენგანმა საგანგებო მდგომარეობის დროს და ა.შ. პროექტის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა საინტერესო პრეზენტაცია “დიდი მიწისძვრები”, ლექცია ” რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა და როგორ მოვიქცეთ საგანგებო მდგომარეობის დროს”; შედგა საინტერესო ვიზიტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სამეგრელო ზემო-სვანეთის საგანგებო სიტუაციის მართვის სამმართველოს ქ. ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში. ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო სამსახურში [gm album=64 module=photomania] 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ქალაქ ჩხოროწყუს წყლის მომარაგება გაუმჯობესდება next post კოტე ნაჭყებია -ეს სურათი განსაკუთრებით არის ძვირფასი ჩემთვის და არამარტო You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026