“თავისუფლების თამაშები”
მოკლე ანოტაცია:
2025 წლის 15 მაისს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაიწყო პროექტი „თავისუფლების თამაშები 2025“, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრთან შეთანხმებით განხორციელდა.
მიუხედავად იმისა, რომ უამინდობის გამო ღონისძიება დროებით გადაიდო და დაგეგმილ გრაფიკს ჩამოსცდა, სპორტული აქტივობები ეტაპობრივად განახლდა და მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, სრულად ჩართულიყვნენ პროექტში.

პროექტის მიზანი და მნიშვნელობა
„თავისუფლების თამაშები“ ეწყობა საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
📌 პროექტის მთავარი მიზანია:
- მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეის გააზრება
- პატრიოტული გრძნობების გაღრმავება სპორტული აქტივობების გზით
- ახალგაზრდების ცნობიერებაში დამოუკიდებლობისადმი ემოციური კავშირის ჩამოყალიბება

გამარჯვებულები – ბადმინტონის ტურნირი
ვაჟთა კატეგორია
🥇 I ადგილი – ბექა კიკნაველიძე (ლესიჭინეს №2 საჯარო სკოლა)
სპორტის პედაგოგი: მალხაზ სიჭინავა
🥈 II ადგილი – ალეკო წახნაკია (ქ. ჩხოროწყუს №2 საჯარო სკოლა)
სპორტის პედაგოგი: კახა შენგელია
🥉 III ადგილი – ლევან სიჭინავა (ლესიჭინეს №2 საჯარო სკოლა)
სპორტის პედაგოგი: მალხაზ სიჭინავა
გოგონათა კატეგორია
🥇 I ადგილი – მარიამ სიჭინავა (ლესიჭინეს №2 საჯარო სკოლა)
სპორტის პედაგოგი: მალხაზ სიჭინავა
🥈 II ადგილი – ლიკა ლემონჯავა (ზუმის საჯარო სკოლა)
სპორტის პედაგოგი: თემურაზ ფირცხელავა
🥉 III ადგილი – ლილზი გვამბერიძე (ქ. ჩხოროწყუს №2 საჯარო სკოლა)
სპორტის პედაგოგი: კახა შენგელია
დაჯილდოება
🏅 ყველა გამარჯვებული მოსწავლე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ დააჯილდოვა შესაბამისი დიპლომებითა და სამახსოვრო მედლებით.
სურათები იხილეთ სპორტის და ახალგაზრდობის უფროსის თეა ტყებუჩავას გვერდზე
