3.3K ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების თაობაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ მერი დათო გოგუა, მერის წარმომადგენლები და სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მართვის ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მიმოიხილეს მიმდინარე მდგომარეობა და მუნიციპალიტეტში დაგეგმილი აქტივობები. უკვე დაწყებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების განთავსება. მთავარი ამოცანაა აზიური ფაროსანას გავრცელების დროული აღმოჩენა, პრევენცია და მისი წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება. მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე იგეგმება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ქიმიური დამუშავება თერმული ნისლისა და ცივი შესხურების მეთოდით. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია მიზნად ისახავს მავნებლის გავრცელების შესუსტებას და მოსავლიანობაზე ზემოქმედების შემცირებას. მჭიდრო კოორდინაცია სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან უზრუნველყოფს სწრაფ რეაგირებასა და მოსახლეობის ინფორმირებულობას. 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩხოროწყუს მერიის კულტურის სამსახური განცხადებას აქვეყნებს next post ჩხოროწყუში დაიწყო პროექტი „თავისუფლების თამაშები 2025“