330
27-28 მარტს, ქალაქ ჩხოროწყუში, ა(ა)იპ ,,ეროვნული სკრინინგ ცენტრის“ მამომობილი ჩამოვა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაიტაროს შემდეგი კვლევები:
•ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალბატონებისთვის. (მამოგრაფიული კვლევა)
•საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალბატონებისთვის (პაპ-ტესტის ნიმუშის აღება)
კვლევები ნიკოლოზ მიქაიას სახელობის ჩხოროწყუს სამშობიარო სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება
მისამართი: მ. კოსტავას ქუჩა #11.
ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭრით ხორციელდება.