1K ჩხოროწყუში მოქმედმა ოპოზიციური პარტიების ადგილობრივმა ოფისების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტშიმოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციებისადა სამოქალაქო მოძრაობებისგ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა 2019 წლის 14 ნოემბერს. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით ჩააგდო საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ. რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა , რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის და პირადად მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაპირება პროპორციული არჩევნების შესახებ, მორიგი ბლეფი და ტყუილი აღმოჩნდა.ჩვენ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციებისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაცხადებულ ერთობას, რომ ყველა, კონსტიტუციური გზით, ხელისუფლებას ჩამოვაშორებთ „ქართულ ოცნებას’’ და პირადად ბიძინა ივანიშვილის ლიგარქიულ მართველობას.ძვირფასო ჩხოროწყუელებო, დღეს, როდესაც საფრთხის ქვეშ დადგა ქართული სახელმწიფოებრიობა, ჩვენ, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა ვდგავართ თქვენთან ერთად და კოორდინირებულად ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად.პატივისცემით :1. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ჩხოროწყუს ორგანიზაცია2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჩხოროწყუს ორგანიზაცია3. ევროპული საქართველო ჩხოროწყუს ორგანიზაცია4. შენების მოძრაობის ჩხოროწყუს ორგანიზაცია5. დემოკრატიული მოძრაობა, ერთიანი საქართველოს ჩხოროწყუს ორგანიზაცია15/10/2019 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ლაშა გახარიას ლექსები კობა ჭუმბურიძის ქართული თარგმანით ნაწილი მეორე next post სოფლის აკადემია ჩხოროწყუში