CHKHOROTSKU.GE

სოფელ ხაბუმის ისტორიიდან. ჯუმითი და მოიდანახე

ავტორი chkhorotskuge

წარმოგიდგენთ ზაურ ჯალაღონიას წერილს, რომელიც ხაბუმეს ისტორიას შეეხება .

ხაბუმე, როგორც სასოფლო საბჭოს ცენტრი პირველად აღნუსხულია 1929 წელს შექმნილ ჩხოროწყუს რაიონის შემადგენლობაში. ხაბუმის სასოფლო საბჭოში იმ დროს შედიოდა სოფლები: ზუმი, მოიდანახე, მუხური, ხაბუმე, ჯუმითი. ( აგრეთვე იხილეთ ერასტო კაჭარავას ცნობა ხაბუმის წარმოშობასთან დაკავშირებით)

ჩვენი ხაბუმე <3

მალე ხაბუმის გვერდები გაერთიანდება და კიდევ ბევრ საინტერესოს გაიგებთ. დამატებით ინფორმაციას მალე გამცნობთ,

Posted by ხაბუმე / Khabume on შაბათი, 26 აგვისტო, 2017

ამჟამად ხაბუმის თემის საკრებულოში შედის  სოფლები: ხაბუმე, მოიდანახე, , ჯუმითი (მეორე ჯუმითი)

დადიანების წყარო. აქ, ამ ადგილზე 1919 წელს გამოცხადდა ხაბუმე სოფლად

1969 წელს ამ სოფლებში ცხოვრობდა  914 კომლი. ხაბუმის ადმინისტრაციულ ერთეულს შუაზე ჰყოფს მდინარე ხობისწყალი. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება ჭოღა, დასავლეთით- ზუმი, ლეწურწუმე და წალენჯიხის მუნიციფალიტეტის სოფელი ნაკიფუ, ჩრდილოეთით- მუხური და თაია. საკუთრივ, ხაბუმე  მდებარეობს  ხობისწყალსა და ოჩხომურს შორის , ზღვის დონიდან 220 მეტრზე, ქალაქ ჩხოროწყუდან 5კმ-თია დაშორებული სოფელში გადის  სენაკი-ჩხოროწყუ-წალენჯიხას საავტომობილო გზა.

საბჭოთა დარაიონება და სოფელი ხაბუმის ახალი სახე

 ისტორიკოსმა ვალერიან ახალიამ  მოიძია ჩხოროწყუს ფორმირებასთან დაკავშირებული  მასალები  და გამოაქვეყნა  სამეცნიერო ნაშრომი, როგორც ავტორი აღნიშნავს, საბჭოთა ხელისუფლებამ  მეოცე საუკუნის 20-ნი წლების დასასრულს  განახორციელა  ახლებური დარაიონება. საქართველოს კპ(ბ) ცკ-ს 1929 აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს საბჭოების მეხუთე ყრილობამ მიიღო დადგენილება რესპუბლიკის ახალი ადმინისტრაციულ- ტერიტორიული დაყოფის შესახებ , რომელიც ძალაში შევიდა 1929 წლის ოქტომბრიდან. იმავე წლის ნოემბერში კი შეიქმნა ჩხოროწყუს ადმინისტრაციული რაიონი. ჩხოროწყუს რაიონის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა რვა სათემო (სასოფლო) საბჭო 31 სოფელით.

ამ დროს ხდება სოფელ ჯუმითის გაყოფა ორად. ახლად შექმნილ ჩხოროწყუს სასოფლო საბჭოში მოექცნენ, სოფლები : გარახა, ლეჯიქე, ლეწურწუმე, ნაგვაზუ, ნაკიანი, ჩხოროწყუ-ნაჯაგუ, პირველი ჯუმითი. 

ხაბუმის სასოფლო საბჭოში კი-ზუმი, მოიდანახე, მუხური, ხაბუმე, მეორე ჯუმითი.

ტოპონიმი “ხაბუმე”

პროფესორი პაატა ცხადაია ტოპონიმ ხაბუმეს წარმოშობაზე რამდენიმე გადმოცემას გვთავაზობს :

  1. თამარ მეფეს სვანეთში გაუშვია ხარი. იგი ხობისწყლის ნაპირზე დაუჭერიათდა მეფისთვის შეუთვლიათ, ხარი ბუმე , ე.ი ხარი დაბმულიაო. 
  2. ხაბო  ლამაზი ქალი ყოფილა. მისი გულის მოგებას ბევრი ცდილობდა.  გამარჯვებულ მეტოქეს უთქვამს ხაბო მეო. აქედან წარმომდგარა  სახელწოდება ხაბუმე.
  3. ხაბუმე ყოფილა რაღაც ბალახი , რომელიც თურმე აქ ხარობდა .

ავტორს მოყავს ეთნოლოგ ა. სიჭინავას გადმოცემა , რომ ხაბუმე თავდაპირველად ერქვა ხობისწყლისპირა ყანას.

მკვლევარი მამანტი კვირტია თვლიდა, რომ ხაბუმე შეიძლება აიხსნას , როგორც ხაბოიანი (ქვაღორღიანი) ადგილი.

ტოპონიმი „ხაბუმე“ გვხდება გალის რაიონში- ტყე ფერდობის ხუნაში  ღალის  მარჯვენა მხარეს ხაბმესაც უწოდებენ. იმის გამო, რომ წვრილ ქვიანი ადგილია (ხევი, ხრამი)  ღუმურიში-ოჭაკას გზაზე 1859 -1960 წლების კამერალური აღწერის მასალებში დასახელებულია სოფელები მოიდანახე და ჯუმითი. ხაბუმე კი არ ჩანს . ხაბუმის თემის საკრებულოში გვხდება

კიდევ ერთი ლეგენდა ხაბუმის წარმოშობასთან დაკავშირებით

საინტერესო ტოპონიმები

დადიაში ნოხორი (ნასახლარი) – აქ წინათ დადიანებს თავისი სასახლე და   რეზიდენცია ჰქონია.

ნაბერალუ (ნადროშალი)- ბორცვი, სადაც დღესაც ხალხი სალოცავად დღესაც კი დადის . უძველესი „ნაოხვამუ“ აქ ყოფილა.

მაცხვარი– აქ თურმე ჩიქოვანები ლოცულობდნენ თავიანთ ხატზე. მათი ძირის  ხატი, მაცხოვრის ხატი იყო.

“სამანჩოს” ეპოქა

 სოფელ ხაბუმეს წარმოშობა და დაწინაურება იწყება  მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისთვის. ამ საქმეში დიდი  წვლილი შეიტანეს , კაცია  დადიანის ძის და გრიგოლ დადიანის უმცროსი ძმის „სამანჩოს“ საუფლისწულოს მფლობელ მანუჩარ ბატონიშვილის შთამომავლებმა.- ხაბუმე-მოდანახეში დამკვიდრებულმა დადიანებმა მანუჩარი ცდილობდა სამეგრელოს მთავრის  ტახტის დაკავებას. სოლომონ მეორის დახმარებით 1792-1796 წლებში თვითონაც დაჯდა დადიანად, მაგრამ 1797  წელს გრიგოლმა აღადგინა თავისი ხელისუფლება და მანუჩარს საუფლისწულოდ სალიპარტიანოს ნაწილი მისცა. , რომელიც მას ჩამოერთვა გრიგოლის მმართველობის ბოლო წლებში.  საბოლოოდ მანუჩარის სამფლობელო შეადგენდა ხობისწყლის ზემო წელზე მდებარე სოფლები: ქოყო ( ამჟამად მუხურის ნაწილი), მოიდანახე, ჯუმითი, ხაბუმე და ჭოღა. .

შემდეგ „სამანჩოს“ მანუჩარის შთამომავლები ფლობდნენ.

სამანჩოს მფლობელ მანჩარის მეუღლე იყო ელისაბედ ზურაბის ასული შარვაშიძე. ჰყავდათ 5 ვაჟი: კაცია, ზურაბი, ბეჟანი, ლევანი და გიორგი. მანუჩარ ბატონიშვილის სასახლე მდებარეობდა  სოფელ ქოყოში. მას და მის მემკვიდრეებს  ასევე რეზიდენციები ჰქონდათ  მოდნახესა და ხაბუმეში. ორივე სოფელში გააჩნდათ  სასახლე და კარის ეკლესია.

მეოცე საუკუნის ოციან წლებში  ხაბუმეში ცხოვრობდა ბატონიშვილ დადიანთა  დაახლოებით ათი ოჯახი.

მანუჩარ დადიანი დაკრძალულია  წალენჯიხის მაცხოვრის ფერსცვალების  სახელობის საკათედრო  ტაძრის სამხრეთ ეკვდერში.

ხაბუმის განვითარების საფუძვლები

ხაბუმე სამანჩოში ტყით დაფარული და დაუსახლებელი ადგილი ყოფილა . დადიანებმა აქ ყმები დაასახლა. სულერის გავლით საურმე გზა გაუყვანიათ ახალსენაკის რკინიგზის სადგურამდე. 1882 წელს გაუჭრიათ მუხური-ჩხოროწყუს გზა , რათა ხობისწყლის ხეობაში მოჭრილი ხე (ბზა  და სხვა)  ხაბუმის გავლით გაეტანათ ფოთის ნავსადგურამდე. ამის  შემდეგ ხაბუმე იქცა სოფლად.  მანამდე კი მისი ტერიტორიის ნაწილი ნაჯაგუს ხევს  ეკუთვნოდა, მეორე ნაწილი- ჭოღას.

ჯუმითის ისტორიიდან

ზემო ჯუმითი არის  ქვედა ჯუმითის გაგრძელება. 1886 წლის  კომლობრივი აღწერით ერთი სოფლის სახით შედიოდა ლეწურწუმის სასოფლო თემის შემადგენლობაში.

პირველი ჯუმითი შედის ლეწურწუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო ე.წ მეორე ჯუმითი  ხაბუმის ნაწილია.

ადგილობრივი ვარიანტებია: „წინა ჯუმითი( პირველი ჯუმითი), მაჟია  ჯუმითი, კწნოხონი ჯუმითი, უკანა ჯუმითი.

ჯუმითი გიორგი ნაჭყებიას ფოტო

 ტოპონიმ ჯუმითის წარმომავლობაზე რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება არსებობს.  1) მამანტი კვირტიას აზრით, ჯუმა ზანაურში ჯიმას აღნიშნავს. სავარაუდებელია , რომ ჯუმითი ძმათა საზიაროს ნიშნავდა.

2)  გედეონ ხუხუნის გადმოცემით, ვიღაც დიდკაცი  ჯუმა ყოფილა. მას აქ დიდი  ოჯახი „თი“ ყოლია. . ამიტომ ამ ადგილს მისი მემკვიდრეები ჯუმათის უწოდებენ.,

 3) ტოპონიმი „ ჯუმითი“მეგრულში კვირის ერთ-ერთი დღის – „ჯუმაშხას“  შესაძლოა უკავშირდება და კავშირი აქვს წარმართულ ღვთაება ჯუმასთან.

ნაეკლესარი და სასაფლაო

ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში ინახება ზემო ჯუმითის წმიდა გიორგის ეკლესიის მეტრიკული წიგნები, რომელიც მოიცავს 1809-1918 წლებს. მასში დაცულია ამ პერიოდის ამსახველი მთელი რიგი მონაცემები. სამთავრხუცესო ოლქს, რომლებშიც შედიოდა მეორე ჯუმითის  წმიდა  გიორგის  ეკლესია , სხვადასხვა დროს მსახურობდნენ მთავარხუცესი მღვდლები: ნიკოლოზ  ახვლედიანი, ნესტორ ალშიბაია, ევგენი შენგელაია, მთავარხუცესი დეკანოზი სამსონ თოდუა, . ზემოთ დასახელებულ დროის მონაკვეთში მსახურობდნენ იოვანე ჟვანია, იოვანე ცირდავა, დეკანოზი სამსონ თოდუა,  სამღვდელო დიაკონი ოქროპირ ცირდავა. დეკანოზი სამსონ თოდუა, სამღვდელო დიაკონი ოქროპირ ცირდავა, , მედავითნეები: კირილე გობეჩია, გიორგი ჩიხლაძე, დიმიტრი წახნაკიძე, პონომარი იოანე გახარია. . ამავე ჩანაწერებში ჩანს რომ  აქ ცალკეულ შემთხვევებში  მღვდელმსახურეობას ასრულებდნენ სხვა ეკლესიებში მსახური პირები, მღვდლები: იაკობ თოდუა, ბართლომე კვარაცხელია, ალექსი უბირია, მედავითნეები: კოსტა კვარაცხელია, იოანე წულაია, იაკობ ურუტაძე, ანტონ დადიანი, ანტონ ჩიქოვანი, ტიმოთე ჟვანია.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით ამ მიდამოს, სადაც ზემო ჯუმითის წმინდა გიორგის სახელობის  ეკლესია მდებარეობდა „ოხვამეკარს“ უწოდებენ გადმოცემით , თვით ეკლესია ხის მასალით ყოფილა ნაგები. გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებმა ეკლესია დაშალეს და მისი რკინის დეტალები წისქვილის მოსაწყობად გამოიყენეს.  წისქვილი შემაღლებულ ადგილზე ყოფილა  და მას მდინარისგან  რაიმე საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ როგორც ყვებიან, ერთხელ ისეთი საარაკო წყალდიდობა მომხდარა, რომ მსგავსი არც კი გაუგონიათ. თურმე , წყალდიდობისას მდინარემ  ეს მიდამოები წალეკა, წისქვილი დაანგრია და მისი ნაშთები წაიღო.  ეკლესიის რკინის კონსტრუქციის ნაწილები კი შლამით დაიფარა.  მოსახლეობის თქმით, ყოველივე ამის მიზეზი იყო ის, რომ წისქვილს ეკლესიის ნაწილები ჰქონდა.  შემდგომში, წისქვილის აღდგენა არ უცდიათ. ნაწისქვილართან მიახლოებასაც კი ხალხი ერიდებოდა.

ამ მოვლენის შემდეგ გავიდა ათეული წელი და ამ რამდენიმე წლის წინათ ,  ნაპირსამაგრი სამუშაოების დროს მდინარე სქურჩაზე გაშიშვლდა ნაწისქვილარი ადგილი., გამოჩნდა რკინის კონსტრუქცია .

სოფლის უხუცესებმა გაიხსენეს, რომ ეს ზუსტად ის ნაწილები იყო, რომელიც  ანტირელიგიური მიზნით გამოიყენეს.

ეკლესიის რკინის კონსტრუქციის ეს ნაწილები ერთ-ერთმა მრევლთაგანმა ჩხოროწყუს მშენებარე ეკლესიაში მოიტანა. იმ ადგილზე , სადაც ზემო ჯუმითის წმინდა გიორგის ეკლესია იდგა მორწმუნეები ყოველწლიურად სალოცავად ამოდიან.

სოფელ მოდანახეს ისტორიიდან

 ხაბუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მყოფი სოფელი მოიდანახე  ისტორიულ წყაროებში ადრიდანვე  იხსენიება – სამეგრელოს სამთავროს 1836-1840-იანი წლების  დავით დადიანისეული დაყოფით იგი შედიოდა ჯვრის  მაზრაში. ამჟამად სოფელი მოიდანახე იყოფა ორ ნაწილად: პირველი მოიდანახე მდებარეობს ჩხოროწყუ-ხაბუმის საავტომობილო გზაზე, მეორე მოიდანახე -მდინარე ოჩხომურსა  და პირველ მოიდანახეს შორის , ეს მეორე მოიდანახეს ნაწილი , ანუ საროდონაიაო შეერწყა სოფელ ჩხოროწყუსა და წარმოიქმნა დაბა ჩხოროწყუს 1960 წელს.

 1860 წლების კამერალური აღწერის მიხედვით მოიდანახეში სახლობდა 97 კომლი, 768 სული. მათ შორის  თავადი 14 კომლი, აზნაური-4, გლეხობა -79

1996 წლის მონაცემებით მოიდანახეში ცხოვრობდა 52 გვარის 375 კომლი. მათ შორის შენგელია -109კ, ჩიქოვანი-56კ, გახარია-36 კ , ძერია -28კ , გოგუა-17 კ, პაპავა-15კ, ბერულავა-10კ,

მოიდანახეში   მეოცე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისამდე  მოქმედებდა  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (ქვითკირის) ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში ინახება  მოიდანახის ღვთისმშობლის ეკლესიის 1864-1917 წლის მეტრიკული წიგნები., რომლებშიც დაცულია ამ პერიოდის ისტორიის ამსახველი მთელი  რიგი მონაცემები.

მეცხრამეტე -მეოცე საუკუნეების მიჯნის ცნობით , მოიდანახხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია დროის ამ მონაკვეთში იყო. ამავე სახელობის საბლაღოჩინო (სამთავრხუცესი) ოლქის ცენტრი.  სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ მთავრხუცესი ღმღვდელი ნესტორ კუხალაშვილი, მთავარხუცესი დეკანობი: სამსონ თოდუა, სამსონ ანჯაფარიძე, ბესარიონ თოდუა, კონსტანტინე ბერიძე, მთავარხუცესის თანაშემწე დეკანოზი ანტონ პაპასკირი.

ამ პერიოდში მსახურობდნენ მღვდლები  დავით სქვამიკოჩის ძე შენგელია, მარკოზ კვირკველია, ეგნატე შენგელია, გიორგი ბერულავა, სვიმონ კვირკველია, ნიკოლოზ შენგელია, დიაკონი ზაქარია ქვარცხავა, მედავითნეები სიმონ კვირკველია, სისო შენგელია, ივანე ბერულავა, თადეოზ კვარაცხელია, ტიმოთე კვარაცხელია, ტრიფონ ცხადაია, დავით შენგელია, ალექსანდრე კინწურაშვილი, ერასტი  ფაცაცია, ისიდორე კაჭარავა.  ამავე ჩანაწერებიდან ჩანს, რომ აქ ცალკეულ შემთხვევებში მსახურობდნენ იოვანე შენგელია, დავით მასხულია, დიაკონი მათე კუხალაშვილი, მედავითნე გვადი კვარაცხელია.

 მოიდანახის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის  ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკაა, ნაგებია  ადგილობრივი შირიმისა და პორფირის ქვით.

ძეგლთა დაცვის სამართველოს პასპორტიზაციის  სპეციალისტების ( მ.აბაშიძე, ც.დადიანიძე) თარიღდება  განვითარებული შუა საუკუნეებით ( მეათე-მეთხუთმეტე საუკუნეები)

20-ნ წლებში , ანტირელიგიური  კამპანიის დროს, საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დაკეტა, თაღი ჩამოშალეს. ამჟამად დგას  ეკლესიის ფრაგმენტულად შემონახული ოთხივე კედელი

აურ ჯალაღონია

ფოტოები ვიდეოები და კომენტარები ჩ.ე.ქ

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00