ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები სამსონ თოდუა – ღირსეული სასულიერო პირის გაცოცხლებული ისტორია by chkhorotskuge 18/12/2019 written by chkhorotskuge 18/12/2019 2.2K დეკანოზი სამსონის ბაბუა დავით თოდუა ასევე იყო მღვდელი სოფელ თაიაში. დეკანოზ სამსონს ჰყავდა ოთხი ძმა (ბესარიონი, ათანასე, აკი, თეოდორე) და ორი და. ძმები თოდუები ხუთივე ძმა იყო სასულიერო პირი. ამაში დიდი წვლილი მიუძღოდა მათ ბაბუას მღვდელ დავითს. დეკანოზმა სამსონმა დაამთავრა ოდესის სასულიერო სასწავლებელი. ძმებიდან ჩხოროწყუში დარჩა ორი- დეკანოზი სამსონი და დეკანოზი ათანასე. დანარჩენები მსახურობდნენ ზუგდიდსა და ქუთაისში. ხუთივე ძმის სახელს უკავშირდება დაწყებითი სკოლებისა და ბიბლიოთეკების ორგანიზება იმ ადგილებში, სადაც მსახურობდნენ. დეკანოზ სამსონს ჯუმითში დაუარსებია ორკლასიანი სკოლა, რომელიც შემდეგ ოთხწლედად გადაუკეთებიათ. აშკარაა, რომ ასეთი საქმიანობა უკავშირდებოდა იმ პერიოდში ქვეყანაში არსებული საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეობას. სამსონ თოდუა სიძესთან, ნესტორ ქირთბაიასთან ერთად დეკანოზი სამსონი იყო ძალიან განათლებული პიროვნება. ზუგდიდისა და სენაკის სასულიერო სკოლებში იგი სჯულის კანონს ასწავლიდა. ამ სკოლებში მისი დასწრების გარეშე არც გამოსაშვები გამოცდები ტარდებოდა და არც სწავლის დასრულების ცნობა გაიცემოდა. დეკანოზმა სამსონმა გერმანიიდან გამოიწერა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იარაღები, რაც სოფლის მოსახლეობისთვის იმ დროსთვის ნამდვილი საოცრება იყო. მას ასევე წვლილი მიუძღვის სოფელ ხაბუმის ფოსტის დაარსებაში. სოფელ ჯუმითში ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით დეკანოზმა სამსონმა ააგო ხის პატარა ეკლესია( ცნობა დაზუსტებას მოითხოვს. ჯუმითის წმიდა გიორგის ეკლესია სამსონამდე არსებობდა. ალბათ მან გადააკეთა ან დანგრეული ააშენა -რედაქცია ), სადაც მსახურობდა და იყო წინამძღვარი. ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ 1921 წელს მას აუკრძალეს მსახურება, ეკლესია კი საწყობად გადააკეთეს. ( 1930 წელს ხაბუმის ოლქის მღვდელუხუცესი სამსონ თოდუა ეკლესიიდან “მიდის”) თუმცა დეკანოზი სამსონი გადაურჩა დაპატიმრებას, დაინდეს, რადგან ბოლშევიკებს შორის ბევრი იყო მისი ყოფილი მოსწავლე. ამის შემდეგ დეკანოზი სამსონი სახლში მალულად ასრულებდა იმ რიტუალებს, რისი უფლებაც კანონიკურად მღვდელმსახურს აქვს სახლის პირობებში. წლების შემდეგ კი ეკლესია საერთოდ დაანგრიეს. ამ ფაქტის გამო, ნერვიულობის ნიადაგზე დეკანოზი სამსონი ავად გახდა და 1938 წელს გარდაიცვალა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ქალიშვილის ოლღას მხრიდან დეკანოზი სამსონის შვილთაშვილი იყო მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია, რომელიც 2014 წელს, 27 წლის ასაკში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად იტალიაში მიმავალი გემის ჩაძირვისას ადრიატიკის ზღვაში დაიღუპა, დაუთმო რა თავისი ადგილი ბავშვს სამაშველო ნავზე. ცნობა მოგვაწოდა ლია თოდუამ მისი თქმით ქვემოთ მოთხრობილი არის მამაჩემის რენო თოდუას მონაყოლი. დეკანოზი სამსონი იყო მისი ბაბუა. ჯუმითის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ადგილი დღეს და სამსონ თოდუას სასაფლაო, სადაც შვილთან ერთად განისვენებს ჯუმითი 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post სოფო ქარჩავა – ვაზის ჯიშების აღმნიშვნელი ლექსიკა მეგრულ-ლაზურში (ლინგვისტური ანალიზი) next post პოეტ შოთა წურწუმიას საღამო თბილისში You may also like გაიცანით, ბექა ჯიჯელავა 01/07/2026 ნიკოლოზ კაჭარავა — ქართველი დიდოსტატი ევროპის ელიტაში 20/04/2026 წარმატებული დებიუტი ოქტაგონზე: მუხურელმა ლაშა თოლორდავამ GAMA-ს სარეიტინგო... 03/04/2026 გრიგოლ შენგელია ხაბუმეში აღმოჩენილი სამაროვნის შესახებ 13/10/2025 ლეო ცირამუა -მოგონება (იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში... 23/06/2025 მოიდანახეს სასაფლაო ქვის საიდუმლო 04/06/2025 ჩხოროწყუს პირველი ვიცე-მერი გოჩა ჩიქოვანი თაიას გაზიფიცირების ტენდერზე... 27/02/2025 აკაკი ლაგვილავა-ახლა მისი დროა 12/01/2025 ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან 26/04/2024 მსახიობი და მომღერალი დავით შენგელია 10/01/2024