სიახლეებიჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები ახალგაზრდული დღეები 2020 დაიწყო by chkhorotskuge 24/08/2020 written by chkhorotskuge 24/08/2020 2.2K ჩხოროწყუში ახალგაზრდული დღეები ტრადიციული სანახაობაა, რომელიც უკვე წლებია ტარდება და ერთმანეთს ადგილობრივი გუნდები ეჯიბრებიან. წელს პანდემიის გამო დიდი პრობლემებია და კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა მისი ჩატარება. ადგილობრივი ახალგაზრდების დიდი მონდომებით მოკრძალებული სახით, მაგრამ ღონისძიება დაიწყო ღონისძიების მონაწილეები სხვა სირთულეებთან ერთად წვიმაც დიდ პრობლემად იქცა. ორგანიზატორები ნერვიულობდნენ, თუმცა განწყობა მაინც პოზიტიური ქონდათ. https://www.facebook.com/chkhorotsku/videos/732328023981052/ ერთი საათით ადრე ჩვენს ფბ გვერდზე ანონსი გავუშვით. დათო ბელქანია შარშან გამარჯვებულ გუნდ “ლუის” წევრი იყო. წელს მეგობრებთან ერთად ყველაფერს თვითონ ხელმძღვანელობს. წვიმა მონაწილეებს და ინიციატორებს არ აფრთხობთ და ცუდი ამინდის მიუხედავად მაყურებლები მაინც მოვიდნენ. წვიმის დროს დარბაზში გადანაცვლება განიხილებოდა. 5 მონაწილე გუნდი კულტურის სასახლის ფოიეში შეიკრიბა. წვიმამ საბედნიეროდ გადაიღო და ახალგაზრდულმა დღეებმაც სტარტი აიღო წამყვანი და ორგანიზატორი მთელი საღამოს განმავლობაში მაყურებელთა ჩართულობის გაზრდას წარმატებით ცდილობდა. რამდენიმე ტური უკვე შედგა. ტრადიციული კონკურსებიც ჩატარდა. პომპეზურობა აკლია ,მაგრამ ორგანიზატორების წყალობით ჩხოროწყუ რამდენიმე დღით ახალგაზრდულ ქალაქად იქცა. პანდემიის და დრამატული ტრაგედიების ფონზე ახალგაზრდობის გართობა და შემეცნებითი კონკურსები სავალდებულოა, რადგან ჩხოროწყუს პოზიტივი აუცილებლად ესაჭიროება. ღონისძიების მსვლელობას შესაძლებლობის ფარგლებში მომავალშიც გავაშუქებთ ახალგაზრდობა ქალაქ ჩხოროწყუშიახალგაზრდული დღეები 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post გიორგი კვარაცხელიასა და ბექა ყალიჩავას გუნდის “სუფთა სოფელმა” მსოფლიო კონკურსში გაიმარჯვა next post სოფელ ხაბუმის ისტორიიდან. ჯუმითი და მოიდანახე You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 გაიცანით, ბექა ჯიჯელავა 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026