თეატრალური წარმოდგენა ჩხოროწყუში (1896 წელი)

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

ფსევდონიმი “ხობისწყლელი”—-თ ავტორი ჩხოროწყუში არსებულ მძიმე მდგომარეობას მიმოიხილავს, უცვლელად გთავაზობთ ტექსტს

სოფ. ჩხოროწყუ (ზუგდიდის მაზრა) ძევს ჩრდილოეთისაკენ დაბა ახალ-სენაკიდან ორმოცდაათი ვერსის სიშორეზე. ეს სოფელი ძლიერ უკანაა ჩამორჩენილი დანარჩენ სოფლებზე რაიმე სასარგებლო. დაწესებულებით;

 სამაგიეროთ აქ გახშირებულია ყოველგვარი ბოროტმოქმედება და ავაზაკობა. 

ჩვენში ღამე არ გავა იმისთანა, რომ ორი-სამი ცხენი არ მოიტაცონ; ქურდობა ჩვეულებათაა გადაქცეული. თუ ვისმეს ფულიან კაცათ თვლიან, ვაი იმისი ბრალი, კარში გამოსვლა არ შეუძლია; თუ გამოვიდა გამოასალმებენ ამ ქვეყანას.

banner

ძალიან იშვიათად შეხვდებით ჩვენში იმისთანა პირს, რომ რაიმე კეთილ საქმეზე დაგიწყოთ მსჯელობა. ამიტომ მეტთ სასიამოვნოა კნეინა ბაჩუა დადიანის მეცადინეობა ამ მხრით. ამ ქ-ნს საკმარისათ გაუცენია ჩვენი ქართული ლიტერატურა და დიდი ხანია ჰქონია აზრად დაეარსებია სადმე ზუგდიდის მაზრაში პაწაწა უფასო სამკითხველო. 

წელს ამ პატივცემულ პირს შეუგროვებია ახალგაზდობა და გაუზიარებია მათთვის თავისი აზრი. კნ. დადიანის აზრით ჯერჯერობით საჭიროა რაიმე წყაროს გამოძებნა, ე. ი. თანხის შედგენა. ამ მიზნით განიზრახეს წარმოდგენების გამართვა. პირველი წარმოდგენა იყო 25 აგვისტოს; წარმოდგენამ ჩინებულად ჩაიარა; მაყურებელი საზოგადოებაც ძალიან ასიამოვნა. 

მაგრამ რაც შეეხება შემოსავალს ძალიან ცოტა იყო, სულ თვრამეტ მანეთამდის შეგროვდა, ასე რომ შემოსავალმა ხარჯი ვერ დაფარა. იმედია, შემდეგ მაინც უფრო დიდ თანაგრძნობას გამოიჩენს ადგილობრივი საზოგადოება ამგვარ საქმეში.  სობიწყლელი. 

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00