ვლადიმერ გოროზია- ჩხოროწყუს ისტორიიდან

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

ჩხოროწყუ მდეობარეობს ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე,ზღვის დონიდან 180 მ-ზე. იგი თბილისიდან-344, ხოლო უახლოეს რკინიგზის სადგურ სენაკიდან 36 კილომეტრითაა დაშორებული.

აღმოსავლეთით ესაზღვრება ნახიანი და ახუთი,დასავლეთით-ლეწურწუმე; ჩრდილოეთით-ჭორა და ხაბუმე;სამხრეთით-ქვედაჩხოროწყუ.ჩხოროწყუს ფართობი 10.7 კმ.ია.კომლთა რაოდენობა-1391-5107 მცხოვრებით.

ვლადიმერ გოროზია

გასული საუკუნის 50-იან წლებამდე ჩხოროწყუ არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ერთეულს და შედიოდა ნაჯაგუს საზოგადოების შემადგენლობაში,სოფელს ჰყავდა თავისი მამასახლისი.

XIX -ის 70-80-იან წლებში ჩხოროწყუს მამასახლისად ბესარიონ კვირკველია მუშაობდა,თანაშემწედ კი-ივანე გაბელია.

banner

შემდგომში ცნობილი მამასახლისი იყო გვადა ახალაია.მის დროს ჩხოროწყუს შემადგენლობაში იყო ნაკიანი,ლეჯიქე,გარახა და მოიდანახეს ნაწილი.რევოლუციამდელი ჩხოროწყუ დაყოფილი იყო სამ საასისთაოდ,რომლებსაც ფარნა ქვარცხავა,ივანე ბებია და კახა ქებურია ედგნენ სათავეში.

გარახა,კოლხურად გარამხა,ქვიან ფლატეს ნიშნავს,იგი მაღალი სერია მდ.ოჩხომურის აღმოსავლეთით.მის ტერიტორიაზეა გარახის-ნაჯაგუს ჯიხები;ციხეთა კომპლექსი სამი კოშკისგან შედგებოდა.დღემდე ნანგრევების სახით ორია შემორჩენილი.ისინი წარმოადგენდნენ თავდაცვით ნაგებობებს.

ნაჯაგუს ჯიხას ფრაგმენტები

გარახის ჯიხები მე-16 ს-ის ბოლოს და მე-17 ს-ის დასაწყისში უნდა იყოს აშენებული, რაზედაც კედელზე დატანებული სათოფურეებიც მეტყველებენ. გარკვეული დროის მანძილზე მე-18 ს-ის მეორე ნახევრიდან,გარახის ჯიხები შელიების სათავადოს ეკუთვნოდა და მას ქაიხოსრო შელია და მისი შთამომავლობა განაგებდა.

ნაჯაგუ გადმოცემით ჯაგუნავების ნასახლარი ყოფილა,ხალხი მას ნაჯაგურსაც უწოდებს.დროთა განმავლობაში ჯაგუნავები სხვაგან გადასულან და ადგილი დარჩა როგორც ნაჯაგუნარი.

დაბა ჩხოროწყუს დასახელება ძირითადად მე-19 ს-ის მეორე ნახევარსა და მე-20 ს-ის დასაწყისში ნაჯაგუს ხევის სხვადასხვა უბნებიდან და მეზობელი სოფლებიდან გადმოსული მოსახლეობის ანგარიშზე მოხდა,რასაც ხელი შეუწყო ჩხოროწყუში დადიანთა შტოს მემკვიდრის ნიკო დადიანის დამკვიდრებამ.

მას დღევანდელი ჩხოროწყუს #2 ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე არქიტექტურულად მაღალი გემოვნებით ნაგები ჩინებული სასახლე ჰქონია.

დადიანის სასახლის ირგვლივ არსებული თავისუფალი მიწები შეისყიდა მოსახლეობამ და გაჩნდა სხვადასხვა სოფლებიდან გადმოსულ ადამიანთა დასახლებები.

აქაური მკვიდრები გახდნენ: ესართიები და წურწუმიები-ლეწურწუმედან,გოგუები,პაპავები,ნაჭყებიები-ნაფიჩხოვოდან,მალანიები,იზორიები-კირცხიდან,ახალაიები,ყალიჩავები,კვარაცხელიები-ნაკიანიდან.~

ევლინა მანჯგალაძეს ფოტო

მასთან ერთად ჩხოროწყუს ტერიტორიაზე დასახლდნენ:ქვარცხავები,პერტაიები,ქებურიები,კვირკველიები,გაბისონიები,გულუები,სორდიები,ფირცხელავები,ქუცურუები,წახნაკიები,ჭკადუები,ვეკუები,თოდუები,კვირტიები და ა.შ.

საერთოდ დაბა ჩხოროწყუში დღეს 275 გვარი ცხოვრობს.წარმოიშვა გვარის მიხედვით დასახლებული უბნები: საქვარცხო, საპერტაიო, სასორდიო, საქებურიო, სავეკუოლეჯიქიე, ლეახალე.დღევანდელი დაბა ჩხოროწყუს ცენტრში მოსახლეობის ინიციატივით ხის ეკლესია აშენდა;

გაჩნდა დუქნები,სამიკიტნოები,სასაუზმეები,ბაზარი.მოსახლეობამ ააშენა ბოძებიანი ხის სახლები; დასახლებები ერთმანეთს დაუკავშირდა ქუჩებით,საურმე გზებით. მდ.ოჩხომურზე რამოდენიმე ადგილას გაკეთდა გადასასვლელი ხიდი,ხობისწყალზე მოეწყო ბორანი.

გამოჩნდნენ მეეტელბი,რომლებსაც მგზავრები გადაჰყავდათ სენაკსა და ზუგდიდში.XIX ს-ის დამლევიდან სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ამყარებენ კავშირს მოსახლეობასთან და ჩხოროწყუელი გლეხობაც ებმება რევოლუციურ მოძრაობაში.

ჩხოროწყუ

1905-1907 წწ.რევოლუციის აქტიური მონაწილე იყო იოსებ პაპავა.მან გაიზიარა ბოლშევიკების პროგრამა და მათი პარტიის წევრიც გახდა.

1917 წლის წლის რევოლუციის შემდეგ ჩხოროწყუში მასიურად იქმნეა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები.აქ ბოლშევიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ხელმძღვანელობდა ცნობილი რევოლუციონერი სანდრო მახარაძე.

ბოლშევიკების გარდა ჩხოროწყუში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკების ძლიერი ორგანიზაციებიც ფუნქციონირებდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ სოფელს სათემო საზოგადოება განაგებდა,რომელსაც სათავეში მამასახლისი ედგა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე ჩხოროწყუში ძალაუფლება ბოლშევიკებმა აიღეს.

შეიქმნა რევოლუციური კომიტეტი, რომელმაც ერთი წლის შემდეგ ძალაუფლება არჩევით ორგანოს-საბჭოების სათემო აღმსარულებელ კომიტეტს გადასცა.

სოფლის ხელმძღვანელებს უამრავი საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტა უხდებოდა.ერთ-ერთი ურთულესი სამუშაო-კოლექტივიზაციისს განხორციელება იყო.ამ საქმეში პარტიის კურსს ჩხოროწყუელებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი.

ჩხოროწყუს კოლმეურნეობა ღებულობდა ჩაისა და მარცვლეული კულტუტრების უხვ მოსავალს; განვითარებული იყო მევენახეობა,მეხილეობა,მეცხოველეობა.კოლმეურნეობაში 1981-85 წწ წარმოებულ იქნა 5289ტ. ხარისხოვანი ჩაის ფოთოლი.

1987 წ.კი-1187ტ.1987 წ. აწარმოეს 120ტ სიმინდის მარცვალი.იმავე წელს საზოგადოებრივმა და კერძო სექტორებმა სახელმწიფოს ჩააბარეს 548ტ.კურკოვანი და თესლოვანი ხილი,95ტ.სუბტრობიკული ხურმა,20ტ.ყურძენი.მაღალ მაჩვენებელს მიაღწიეს მეჩაიეებმა.ჩხოროწყუელების მიერ განვლილი გზა ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი.განვითარება წინააღმდეგობათა დაძლევის გზით მიმდინარეობდა და მათ ბევრჯერ იწვნიეს სიმწრის ხვედრი.1924 წლის აგვისტოს გამოსვლებს აქტიურად დაუჭირეს მხარი ჩხოროწყუელებმა.აჯანყებაში 100-ზე მეტი აქაური მკვიდრი მონაწილეობდა.მოვლენები ძირითადად დღევანდელი დაბის ტერიტორიაზე განვითარდა.დიდი ტკივილი მიაყენა ჩხოროწყუელებს აგრეთვე 30-იანი და შემდგომი წლების რეპრესიებმა.30-იან წლებში დაპატიმრებული და გადასახლებული იყვნენ: ერასტი ახალაია, იროდიონ ბებია, ბიჭიკო გოგინავა, ივლიანე ზედანია,იაკო თოდუა და სხვები.

მეორე მსოფლიო ომის წლებში ჩხოროწყუდან საბჭოთა არმიაში გაწვეულ იქნა 400-ზე მეტი ახალგაზრდა.მათგან ომში დაიღუპა-169,შინ დაბრუნებულთაგან დღეს ცოცხალია-38.საბრძოლო დავალებათა შესრულების დროს გამოჩენილი მამაცობისთვის ორდენები,მედლები და უმაღლესი მთავარსარდლის მადლობები დაიმსახურეს: გერონტი,შოთა მიხეილ ხებურიებმა,ივლიანე ქუცურუამ,სამსონ,მიხეილ,ილოტარასა და იონა კვირკველიებმა,ბეგი,კოსტა,არსენ გოგუებმა. დაბა ჩხოროწყუში სკოლა ყველაზე ადრე გარახაში გაიხსნა.

თავიდან აქ ორი დაწყებითი სკოლა არსებობდა და იწოდებოდა საეკლესიო-სამრევლო სკოლად.მეორე გარახის საეკლესიო-სამრევლო სკოლა გახსნილია 1877 წ.,ხოლო პირველი გარახისა 1883წ.გარახის სკოლაში 1900 წლის სექტემბერში 55 ვაჟი და 9 გოგონა ირიცხებოდა,ხოლო 1914 წელს 60 მოსწავლე იყო.

სოფელ ჩხოროწყუში,სადაც ამჟამად რაიონული ცენტრია,1884 წ. გაიხსნა საეკლესიო-სამრევლო სკოლა.1901-1902 წწ.სკოლის განკარგულებაში იყო სამი საკლასო ოთახი და მასში 50 მოსწავლე ირიცხებოდა,და ამათგან ქალი იყო 7.60-იან წლებში სკოლისთვის ახალი კაპიტალური შენობა აშენდა,და ჩხოროწყუს #1 საშუალო სკოლის სახელწოდებით დღემდე ფუნქციონირებს.1963 წ.ჩხოროწყუში გაიხსნა სკოლა-ინტენატი; თავიდან იგი ცხრაწლიანი იყო,ხოლო 1988 წლიდან-საშუალო სკოლა-ინტერნატი გახდა.1986 წელს ჩხოროწყუში დაფუძნდა სენაკის 139-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის ფილიალი,რომლის გამგედ მუშაობდა ნერონ სიჭინავა.

1992 წლის იანვარში ფილიალი გადაკეთდა პროფტექნიკურ სასწავლებლად.1994 წ.დაბა ჩხოროწყუში გაიხსნა არასახელმწიფო საერო სკოლა გიმნაზია „ცოდნა“,რომელიც დააფუძნა „შპს.საზოგადოების“ ჯგუფმა,რაიონის განათლებისგანყოფილების გამგის გოგი ახალაიას მეთაურობით.დაბა ჩხოროწყუს სკოლებმა და სასწავლებლებმა მრფავალ თანამშრომლესა და კურსდამთავრებულს დაულოცეს გზა მეცნიერებისკენ.დღევანდელი ჩხოროწყუ ნელ-ნელა იშუშებს სამოქალაქო ომით გამოწვეულ ჭრილობებს და,ძლევს გარდამავალი პერიოდის სიძნელეებს.მოსახლეობა დარწმუნებულია,რომ ასეული წლების განმავლობაში შრომითა და ბრძოლით განვლილი გზა უკვალოდ არ დარჩებადა ოცდამეერთე საუკუნე ბედნიერების მომტანი იქნება.ვლადიმერ გოროზია

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00